ეკა ბესელია – ქვეყნიდან რუსი დიპლომატის გაძევება საერთაშორისო პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილია

Read Time:1 Minute, 7 Second

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას შეფასებით, საქართველოს გადაწყვეტილება ქვეყნიდან რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ საერთაშორისო პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილია.

„დიპლომატების გაძევება ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესია, რომელიც დიდი ბრიტანეთის მიერ არის დაწყებული, თუმცა ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის მისამართით სანქციებს იყენებენ. სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა ევროპული და საერთაშორისო ორგანიზაცია ასეთ სანქციებს მიმართავს, მაგრამ ასეთი სახის პერსონალური გადაწყვეტილებები, რაც საერთო პოლიტიკური გადაწყვეტილებების ნაწილია, არის უდავოდ ძალიან მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა ბესელიამ.

მისი თქმით, მსგავს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი შედეგი.

„საქართველოს მხრიდან ამ გადაწყვეტილების მიღება არის ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მიერ გამოყენებული სანქციებისა და გადაწყვეტილებების პოლიტიკურ სივრცეში ჩართვა და ვფიქრობ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი. ალბათ, ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი შედეგი და როგორც წესი არ რჩება ხოლმე შედეგის გარეშე“, – განაცხადა ბესელიამ.

საქართველო შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს ქვეყნიდან აძევებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს საქართველოს ტერიტორიის დასატოვებლად შვიდდღიან ვადას აძლევს.

საქართველოს საგარეო უწყების განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე სერგეი სკრიპალის მოწამვლის ფაქტს უკავშირდება.

ყოფილი რუსი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი შვილი 4 მარტს ინგლისის ქალაქ სოლსბერიში მოწამლეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს დააკისრა და ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა. მალევე დიდ ბრიტანეთს სოლიდარობა სხვა ქვეყნებმაც გამოუცხადეს.

ამ დროისთვის, რუსი დიპლომატები 30-მდე სახელმწიფომ გააძევა, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, კანადამ, ავსტრალიამ, ევროკავშირის ქვეყნებმა, მოლოდვამ და უკრაინამ. ვაშინგტონის გადაწყვეტილებით, აშშ-ის 60 რუსი დიპლომატი დატოვებს, სიეტლში კი რუსეთის საკონსულო დაიხურება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თამარ ხულორდავა – რუსი დიპლომატის გაძევებით საქართველომ საერთაშორისო საზოგადოების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა
Next post ზურაბ ალავიძე თანამდებობას ტოვებს