ეკატერინე ტიკარაძე: ყველანაირად ვეცდებით, რომ ყველა მოქალაქისთვის და საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის საარჩევნო პროცესი უსაფრთხოდ წარიმართოს

Read Time:27 Second

სახელმწიფო არჩევნების უსაფრთხოდ ჩასატარებლად ცესკოსთან აქტიურად თანამშრომლობს. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ეკატერინე ტიკარაძემ განუცხადა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ხმის მიცემის პროცესი უსაფრთხო უნდა იყოს როგორც ამომრჩევლისთვის, ასევე უცხოელი დამკვირვებლებისთვის.

„ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ ცესკოსთან. ჩვენ გვაქვს საკმაოდ პროდუქტიული თანამშრომლობა ამ კუთხით და ნამდვილად ყველანაირად ვეცდებით, რომ ყველა მოქალაქისთვის უსაფრთხოდ და ასევე ჩვენი საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის უსაფრთხოდ წარიმართოს საარჩევნო პროცესი, ვინაიდან საქართველოს ისტორიაში ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები, რომელიც საქართველოს კიდევ ერთხელ დააყენებს იმ დემოკრატიული განვითარების გზაზე, რომელიც ჩვენ გვაქვს არჩეული, – განაცხადა მინისტრმა.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოშ 31 ოქტომბერს ჩატარდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ამირან გამყრელიძე: კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობის ზრდის ტენდენცია მიუთითებს, რომ შემთხვევების უმრავლესობა უსიმპტომო და მსუბუქია
Next post ამირან გამყრელიძე: შემთხვევათა უმრავლესობა უსიმპტომო და მსუბუქი მიმდინარეობისაა