სახელმწიფო არჩევნების უსაფრთხოდ ჩასატარებლად ცესკოსთან აქტიურად თანამშრომლობს. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ეკატერინე ტიკარაძემ განუცხადა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ხმის მიცემის პროცესი უსაფრთხო უნდა იყოს როგორც ამომრჩევლისთვის, ასევე უცხოელი დამკვირვებლებისთვის.
„ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ ცესკოსთან. ჩვენ გვაქვს საკმაოდ პროდუქტიული თანამშრომლობა ამ კუთხით და ნამდვილად ყველანაირად ვეცდებით, რომ ყველა მოქალაქისთვის უსაფრთხოდ და ასევე ჩვენი საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის უსაფრთხოდ წარიმართოს საარჩევნო პროცესი, ვინაიდან საქართველოს ისტორიაში ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები, რომელიც საქართველოს კიდევ ერთხელ დააყენებს იმ დემოკრატიული განვითარების გზაზე, რომელიც ჩვენ გვაქვს არჩეული, – განაცხადა მინისტრმა.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოშ 31 ოქტომბერს ჩატარდება.