ეკატერინე ტიკარაძე: სახელმწიფო კლინიკების გაძლიერების მასშტაბური პროცესი დავიწყეთ

Read Time:36 Second

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში ჯანდაცვის სექტორის ფუნდამენტურ რეფორმასა და სახელმწიფო კლინიკების გაძლიერების სტრატეგიაზე ისაუბრა.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კოვიდინფიცირებულ პაციენტთა ნაკადების 30 პროცენტი სწორედ სახელმწიფო კლინიკების მიერ იმართა.

„პანდემიის პარალელურად, მოსახლეობის ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით, ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა და დავიწყეთ სახელმწიფო კლინიკების გაძლიერების მასშტაბური პროცესი. ისევე, როგორც მსოფლიოს ყველა განვითარებულ სახელმწიფოს, საქართველოსაც უნდა ჰქონდეს მძლავრი ინსტრუმენტი, რომელიც უპასუხებს მოსახლეობის მოთხოვნას ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მომსახურების მისაღებად. დღეს საქართველოს საწოლფონდში სახელმწიფო დაწესებულებების წილი არის მხოლოდ 15%. ხოლო ევროპის ქვეყნებში აღნიშნული მაჩვენებელი 50 პროცენტზე მეტია. ძლიერი სახელმწიფო დაწესებულებები ნიშნავს მზაობას მოსახლეობის მასშტაბურ სამედიცინო საჭიროებებზე პასუხისთვის. ამის მაგალითი სულ ახლახანს ვიხილეთ, როდესაც კოვიდინფიცირებულ პაციენტთა ნაკადების 30% სწორედ სახელმწიფო კლინიკების მიერ იმართა“,- განაცხადა ტიკარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პარლამენტის სასახლეში ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი გაიხსნა
Next post ეკატერინე ტიკარაძე: დასაქმებისა და შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის გატარება მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია