ეკატერინე ტიკარაძე: რეგულირების სააგენტო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უწყებაა სამედიცინო მომსახურებისა და ფარმაცევტული მიმართულებით ხარისხის გაუმჯობესების მიზნით

Read Time:44 Second

ღონისძიება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა გახსნა.
ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ რეგულირების სააგენტო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უწყებაა სამედიცინო მომსახურებისა და ფარმაცევტული მიმართულებით ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. ხაზი გაუსვა, რომ სააგენტომ 2 წლის განმავლობაში უმნიშვნელოვანესი რეფორმები განახორციელა, მათ შორის უახლესი GMP/GDP ხარისხის სტანდარტის ამოქმედებაა.
„რეგულირების სააგენტო არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სააგენტო ჯანდაცვის უწყებაში, რომელიც ორიენტირებული არის ჩვენი მოქალაქეებისთვის ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისებისა და ასევე უსაფრთხო სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფაზე, ყველა მნიშვნელოვანი და მათ შორის ხმაურიანი შემთხვევების გამოკვლევაზე და დადგენაზე. მინდა ასევე ხაზი გავუსვა იმ რეფორმას, რაც რეგულირების სააგენტომ განახორციელა და ეს გახლავთ GMP და GDP სტანდარდის დანერგვა. უკვე 2022 წლიდან საქართველოში, ეტაპობრივად, ყველა ფარმა მიმართულება გადავა ამ სტანდარტზე. აქ აუცილებლად მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ დღეს როგორც არასდროს რეგულირების სააგენტო წარმოადგენს პირველ რიგში პარტნიორს, როგორც კლინიკებისთვის, ასევე ფარმა ბიზნესისთვის. სწორედ ამ დიალოგით და პარტნიორული ურთიერთობებით მათ შეძლეს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი, გარდამტეხი რეფორმა განახორციელეს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი ბრეგაძე: „დასაქმებული პატიმრების რაოდენობა მუდმივად იზრდება“
Next post პრობაციის მიმართულებით მასშტაბური რეფორმები მიმდინარეობს