ეკატერინე ტიკარაძე: მეორე ტალღა შედარებით ადვილად გავიარეთ, თუმცა მეოთხე ტალღა გაცილებით მძიმე და რთულია

Read Time:32 Second

მეორე ტალღა შედარებით ადვილად გავიარეთ, თუმცა მეოთხე ტალღა გაცილებით მძიმე და რთულია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „დელტა შტამის“ გავრცელების ტემპის გამო, მსგავსი მდგომარეობა ქვეყანაში მოსალოდნელი იყო.

“მნიშვნელოვანია შემდეგი, რომ ახალ შტამს, როგორც უკვე მსოფლიო პრაქტიკა გვაჩვენებს, აქვს სხვა ტემპი და სხვა სირთულე, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მეოთხე ტალღას ინფექციის გავრცელების ტემპი განასხვავებს მეორე ტალღიდან. მეორე ტალღა შედარებით ადვილად გავიარეთ, თუმცა მეოთხე ტალღა გაცილებით მძიმე და რთულია, რაც მოსალოდნელი იყო, ვინაიდან ჩვენ სხვა ქვეყანაში დავაკვირდით, რამდენად სწრაფი გავრცელება ჰქონდა მათთან ამ „დელტა შტამს“. ეს არის სწორედ ის მთავარი მიზეზი, რის გამოც დღესდღეობით ჩვენ ამ რთულ პროცესში ვიმყოფებით”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოში კოვიდინფიცირების 5 697 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Next post ოთარ დანელია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა