ეკატერინე ტიკარაძე: კენ ვოლკერის კლინიკა ჩვენი საზოგადოებისა და პაციენტებისთვის დიდი მონაპოვარია

Read Time:48 Second

კენ ვოლკერის კლინიკა ორი ქვეყნის პარტნიორული თანამშრომლობის სიმბოლოა. ვფიქრობ, რომ პრევენცია მნიშვნელოვანია, თუმცა რეაბილიტაცია ასევე უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ დავეხმაროთ ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც ახალი ფუნქციური თვისებების შეძენა და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება სჭირდება, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ კენ ვოლკერის კლინიკის გახსნის ღონისძიებაზე.

„ამ იდეამ ცხადყო, რომ, ერთობლივად, შესაძლებელია მსგავსი მიღწევები. ეს ჩვენი საზოგადოებისა და პაციენტებისთვის დიდი მონაპოვარია. ამ ცენტრში მომსახურების მიღებას შეძლებს 200-მდე ბავშვი და 250 მოზრდილი. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ის სპეციალისტი, რომელიც, სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზაზე აღიზრდება, შეძლებს ჩვენი მოქალაქეების დახმარებას იმ უნარ-ჩვევების შეძენასა და რეაბილიტაციაში, რომელიც მას ძალიან სჭირდება. მინდა, მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებულ შტატებს ყველა იმ განხორციელებული პროექტისა და მათი პროექტების ხარისხისთვის, რომელიც მათ ასე ახასიათებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ამის სწორად დაფასებას ქართული მხარე შეძლებს და შეინარჩუნებს ყველა იმ გაწეულ საქმიანობას, რომელიც საქართველოში აშშ-ის დახმარებით ხორციელდება“, – განაცხადა მინისტრმა.

დღეს თბილისში კენ ვოლკერის კლინიკა გაიხსნა გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, მთავრობის წევრები, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი დაესწრნენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით ზალკალიანი „ფრონტერაზე“: სამართლებრივად ვიყავით ძალიან მყარი და გამოვავლინეთ კეთილი ნება იმისთვის, რომ კომერციული დავა არ გახდეს სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების დამაზიანებელი ფაქტორი
Next post გიორგი ვოლსკი ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს საქართველოში, ჰელენ სანდ ანდრესენს შეხვდა