ეკატერინე დგებუაძე: ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ მიიღო განახლებული რეკომენდაციები

Read Time:34 Second

ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ მიიღო განახლებული რეკომენდაციები, – ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სკოლას ევალება მშობელთან კომუნიკაციის სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავება.

„როგორც უკვე ცნობილია, 15 თებერვლიდან დიდ ქალაქებში, თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება. ამასთან დაკავშირებით, ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ მიიღო განახლებული რეკომენდაციები. მშობლების საყურადღებოდ მინდა აღვნიშნო, რომ სკოლას ევალება მშობელთან კომუნიკაციის სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავება. ამასთან დაკავშირებით, თქვენ უნდა მიიღოთ ინფორმაცია, თუ როგორ უმკლავდება სკოლა პანდემიის პერიოდში გამოწვევებს, ასევე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ სასწავლო პროცესის დაორგანიზებასთან დაკავშირებით, უსაფრთხოებასა და სანიტარია-ჰიგიენის მიმართულებით“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

15 თებერვლიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში, სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გაგრძელებასთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სკოლებისთვის რეკომენდაციები განაახლა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოში კორონავირუსი კიდევ 829 ადამიანს დაუდასტურდა, 566 კი გამოჯანმრთელდა
Next post მიხეილ სააკაშვილი: დაუმორჩილებლობის აქციები არის პირველი მერცხალი იმისა, რაც აუცილებლად დიდი მასშტაბით არის გასაკეთებელი საქართველოში