ოთხშაბათი, აგვისტო 5, 2026

ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია გახდა

ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია იქნება. 75-კაციანი პოლიტსაბჭო „ევროპულმა საქართველომ“ დღევანდელ ყრილობაზე აირჩია.

რაც შეეხება გიგი უგულავას, რომელიც მანამდე პოლიტსაბჭოს თავმდჯომარე იყო, პარლამენტის არჩევნებში ხონისა და ვანი მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს.

“დადგა დრო მოვიპოვოთ პირველი გამარჯვება გამარჯვებების გრძელ გზაზე! ჩვენ ვხედავთ გაჩერებულ ქვეყანას, ეკონომიკას, რომელიც სულს ღაფავს, გაზრდილ კრიმინალს, რომელსაც სახელმწიფო ვეღარ უმკლავდება. ვხედავთ თვითკმაყოფილ სახეებს ხელისუფლებაში და გაღატაკებულ ხალხს ქუჩაში. ოცნებამ მომავლის რწმენა ჩაკლა მოსახლეობაში. აპათია, ნიჰილიზმი, ხელის ჩაქნევა, რომ მაინც არაფერ შეიცვლება, გათვლა- შეჩვეული ჭირი სჯობს – ქმნის იმ ფონს, რომ აღარავის სჯერა არავისი. ეს აწყობს დღევანდელ რეჟიმს. პოლიტიკა მთლიანად და პოლიტიკოსები ძალიან დავშორდით ხალხს. დღეს ყველაზე პოპულარული არცერთი პარტიაა, ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი კი არავინ. ამასობაში ხდება ფლანგვა და სახელმწიფოებრიობის ეროზია. ევროპული საქართველო საუკეთესო პლათფორმაა ოპოზიციისთვის, რადგან ხონსა და ვანში ჩვენ, ოპოზიციურ პარტიათა შორის, გასულ არჩევნებზე საუკეთესო მაჩვენებელი გვქონდა. ვაქციოთ ეს არჩევნები თანამშრომლობის და არა დაპირისპირების არეალად. თანამშრომლობის! რასაც ჩვენგან ელოდება ჩვენი ხალხი. თანამშრომლობის! უკეთესი საქართველოსთვის, თანამშრომლობის! მომავალი საქართველოსთვის.’’ განაცხადა გიგი უგულავამ ევროპული საქართველოს რიგგარეშე ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს ელექტროსისტემა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ქვეყანაში გათიშული ელექტროენერგიასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს საქართველოს ელექტროსისტემა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:"24–25 ივლისს ქვეყანაში მომხდარი სასისტემო ავარიების შემდეგ, ენგურჰესზე მიმდინარეობდა გარკვეული სამუშაოები, კერძოდ სადგურის შესაბამისი მოწყობილობების შესწავლის მიზნით აუცილებელი იყო ელექტროსისტემის იზოლირებულ რეჟიმში მუშაობა, სიხშირის ნომინალურისგან განსხვავებულ სიხშირეებზე, რამაც ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის დროებითი გათიშვა გამოიწვია. ელექტროენერგიის აღდგენის მიზნით მყისიერად განხორციელდა აუცილებელი ღონისძიებები, რის შედეგადაც ამ ეტაპზე ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ უკვე აღდგენილია. უახლოეს დროში კი ელექტროენერგიის მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით აღდგება."

სემეკ-ის წევრი გიორგი ფანგანი – „ენგურჰესზე“ მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, ტესტირებისას მოხდა სისტემის სრულად გათიშვა, მიმდინარეობს მომხდარის დეტალური ანალიზი

დღეს სახელმწიფო ელექტროსისტემა „ენგურჰესის“ აგრეგატებზე აწარმოებდა დაგეგმილ ტესტირებას.  ტესტირების მიმდინარეობისას მოხდა საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის სრულად გათიშვა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მომხდარის დეტალური ანალიზი და შესაბამისი შეფასება, – ამის შესახებ სემეკ-ის წევრი გიორგი ფანგანი სოციალურ ქსელში წერს.მისი თქმით, დადგინდება ავარიის ზუსტი მიზეზები, რათა შემდგომში თავიდან იქნეს აცილებული მსგავსი შემთხვევების განმეორება.„მინდა, გაცნობოთ, რომ დღეს სახელმწიფო ელექტროსისტემა „ენგურჰესის“ აგრეგატებზე აწარმოებდა დაგეგმილ ტესტირებას, რომლის მიზანი იყო 24 და 25 ივლისის ავარიების გათვალისწინებით სისტემაში არსებული სუსტი წერტილების გამოვლენა და შეფასება. ტესტირების ფარგლებში, სხვა ღონისძიებებთან ერთად, გათვალისწინებული იყო საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის იზოლირებულ რეჟიმში მუშაობაც. აღნიშნული რეჟიმი დაკავშირებული იყო მნიშვნელოვან ტექნიკურ რისკებთან, მათ შორის, ელექტროენერგეტიკული სისტემის სრულად გათიშვის შესაძლებლობასთან. როგორც უკვე ცნობილია, ტესტირების მიმდინარეობისას მოხდა საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის სრულად გათიშვა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მომხდარის დეტალური ანალიზი და შესაბამისი შეფასება, რათა დადგინდეს ავარიის ზუსტი მიზეზები და შემდგომში თავიდან იქნეს აცილებული მსგავსი შემთხვევების განმეორება“, – აცხადებს გიორგი ფანგანი.ცნობისთვის, თბილისსა და რეგიონების უმეტეს ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ელექტროენერგია დაახლოებით 20:15 საათზე გაითიშა. შეგახსენებთ, რომ ელექტროენერგია ავარიულად ქვეყნის მასშტაბით 24 და 25 ივლისსაც გაითიშა. 

უკრაინის დაზვერვა – ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო დანაყოფმა დასავლეთ რუსეთში განლაგება დაიწყო

ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო დანაყოფმა დასავლეთ რუსეთში განლაგება დაიწყო, – ამის შესახებ აღნიშნულია უკრაინის დაზვერვის ანგარიშში. მოხსენებაში აღნიშნულია, რომ შეიძლება, დანაყოფს 120-მდე ბალისტიკური რაკეტა და ექვსი გამშვები მოწყობილობა ჰქონდეს.უკრაინის დაზვერვის მთავარი დირექტორატის წარმომადგენელმა, ანდრეი ჩერნიაკმა განაცხადა, რომ რუსეთი გეგმავს ჩრდილოეთ კორეის დაახლოებით 90 სამხედრო მოსამსახურისგან შემდგარი სარაკეტო დანაყოფის განთავსებას რუსეთის დასავლეთში, ვორონეჟის რეგიონში, მისი 112-ე სარაკეტო ბრიგადის ფარგლებში.დასავლური მედიის შეფასებით, ფხენიანმა უკვე გაუგზავნა რუსეთს 40 ერთეული KN-23 და KN-24 ბალისტიკური რაკეტების ახალი პარტია, ხოლო გასულ კვირას რუსეთმა, თითქმის ერთი წლის განმავლობაში პირველად, ჩრდილოეთკორეული ორი რაკეტა გაუშვა უკრაინის მიმართულებით.

გთხოვთ, გააზიაროთ, რომ მეტმა ადამიანმა ნახოს!”

,,სასწრაფო ინფორმაცია! მანგლისში ახალგაზრდა ქალი, თამარ ფერცულიანი იძებნება. ​ოჯახის წევრების განცხადებით, იგი მანგლისიდან გუშინ გავიდა და სახლში აღარ დაბრუნებულა. ​ოჯახმა პოლიციას უკვე მიმართა, თუმცა დროის ფაქტორიდან გამომდინარე, მოსახლეობის ჩართულობასა და მაქსიმალურ გავრცელებაზე დიდ იმედს ამყარებენ. ​თუ რაიმე ინფორმაცია გაქვთ მის ადგილსამყოფელზე, გთხოვთ დაუყოვნებლივ დაუკავშირდეთ ოჯახს ნომერზე: 597-17-77-58 ​გთხოვთ, გააზიაროთ, რომ მეტმა ადამიანმა ნახოს!''-ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებენ

ცნობილი მექსიკელი ბლოგერი პირდაპირი ეთერის დროს მოკლეს

ცნობილი მექსიკელი ბლოგერი, სეზარ გასტელუმი TikTok-ზე პირდაპირი ეთერის დროს მოკლეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.მედიის ცნობით, გასტელუმი ორ მეგობართან ერთად ვიდეოს იღებდა ტრეს რიოსში, კულიაკანის ჩრდილოეთით მდებარე სწრაფი კვების რესტორნის წინ, როდესაც მას მოტოციკლით ორი მამაკაცი მიუახლოვდა და ერთ-ერთმა ახლო მანძილიდან ესროლა.როგორც BBC წერს, მას TikTok-ზე ნახევარ მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავდა და ძირითადად კომედიურ ვიდეოებს აქვეყნებდა.მედიის ინფორმაციით, პოლიციას ჯერჯერობით არავინ დაუკავებია. ეჭვმიტანილები ადგილიდან მიიმალნენ.ცნობისთვის, ეს მექსიკაში ინფლუენსერის მკვლელობის პირველი შემთხვევა არ არის. გასულ წელს, 23 წლის ვალერია მარკესი სილამაზის სალონში, TikTok-ზე პირდაპირი ეთერის დროს მოკლეს.

ბოლო სიახლეები