ევროპის სხვადასხვა ქალაქში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების მიზნით, ჩარტერული რეისების ნაწილობრივი სუბსიდირება მოხდება

Read Time:38 Second

„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილებები შევიდა. აღნიშნული ცვლილებების თანახმად, ევროპის სხვადასხვა ქალაქში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების მიზნით, შესაბამისი ჩარტერული რეისების ნაწილობრივი სუბსიდირება მოხდება.

„საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უზრუნველყოს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის საერთაშორისო ფრენებზე დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ევროპის სხვადასხვა ქალაქში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების საქართველოში დაბრუნების მიზნით, შესაბამისი ჩარტერული რეისების ნაწილობრივი სუბსიდირება თბილისი-დანიშნულების ადგილი-თბილისის რეისის შემთხვევაში − 20 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით, ხოლო თბილისი-დანიშნულების ადგილი-ბათუმის რეისის შემთხვევაში − 25 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით, „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გამოყოფილი ასიგნებების პროგრამული კოდის: 24 05 − „ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა“ ფარგლებში“, – აღნიშნულია განკარგულებაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აწერს ხელს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ისრაელის ელჩი: მზად ვართ, საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლის გამოცდილება და მიღწევები გავუზიაროთ
Next post ლალი ტურძელაძე – კორონავირუსით დაღუპული მეშვიდე პაციენტი 83 წლის მამაკაცია, რომელსაც დიაბეტი ჰქონდა