ევროპარლამენტის რეზოლუცია არის კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ ევროპა გვიკეთებს ისეთ შეთავაზებებს, რომელზედაც ჰგონია, რომ საქართველო უარს ვერ იტყვის- თითქმის არ მეპარება ეჭვი, ამ რეზოლუციაშიც დიდი ფულია გადახდილი – ზაალ ანჯაფარიძე

Read Time:46 Second

„ეს რეზოლუცია არის სტიმული მინავლებისკენ წასული საპროტესტო აქციების ხელახლა გამწვავებისთვის“- ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციას.

ანჯაფარიძის თქმით, ევროპარლამენტი გვიკეთებს ისეთ შეთავაზებებს, რომელზედაც ჰგონია რომ საქართველო უარს ვერანაირად ვერ იტყვის.

ანალიტიკოსის აზრით, ამ რეზოლუციაშიც დიდი ფულია გადახდილი.

„ევროპარლამენტის მორიგი ყბადაღებული რეზოლუცია არის კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ ევროპა საქართველოს ეპყრობა როგორც მაფიის ნათლიმამა დონ ვიტო კორლეონე. ანუ გვიკეთებს ისეთ შეთავაზებებს, რომელზედაც ჰგონია რომ საქართველო უარს ვერანაირად ვერ იტყვის.
თითქმის არ მეპარება ეჭვი, რომ ამ რეზოლუციაშიც, ისევე როგორ წინა რეზოლუციებში, დიდი ფულია გადახდილი და ამასაც მალე გავიგებთ  რა უნდა იფიქროს და იგრძნოს საქართველოს რიგითმა მოქალაქემ, როდესაც ამერიკელი და ევროპელი კონგრესმენები, პარლამენტარები, პოლიტიკოსები, დიპლომატები და ექსპერტები მას ეუბნებიან, რომ სააკაშვილის და ნაცმოძრაობის მმართველობის დროს საქართველო ევროპულ რეფორმებს ატარებდა და ეხლა თურმე ევროპული გზიდან გადაუხვია. ანუ, მათი ლოგიკით საქართველოს მოსახლეობამ თურმე შეცდომა დაუშვა, რომ 2012 წელს ნაცმოძრაობა ხელისუფლებას ჩამოაშორა.

ეს რეზოლუცია არის სტიმული მინავლებისკენ წასული საპროტესტო აქციების ხელახლა გამწვავებისთვის“-წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბათუმში, ავარიას სამი წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა
Next post რატი იონათამიშვილი: ევროპის სირცხვილია დღევანდელი ევროპარლამენტი!