ევროპარლამენტის დეპუტატი – „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, ყოფილი რუსი ელჩი ვერ იქნება მისაღები საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე

Read Time:55 Second

ვფიქრობთ, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი არ იქნება შესაფერისი საქართველოს პრეზიდენტად – ამის შესახებ რუმინელმა პოლიტიკოსმა, ევროპარლამენტის წევრმა ვიქტორ ბოშტინარუმევროპარლამენტში განაცხადა, სადაც საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიში განიხილეს.

„ჩვენ გვჯერა, რომ მოლდოვა და საქართველო ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი ქვეყნებია. ორივემ და განსაკუთრებით საქართველომ წარმოუდგენელ პროგრესს მიაღწია. აღსანიშნავია სტაბილურობა და დემოკრატიის ხარისხი, რომელიც საქართველომ საპრეზიდენტო არჩევნების დროს აჩვენა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყოფილი რუსი ელჩი, როგორიცაა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, არ იქნება შესაფერისი საქართველოს პრეზიდენტად“, – განაცხადა ბოშტინარუმ.

ბოშტინარუს ამ განცხადებას „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრმა უპასუხა. როგორც ევროპარლამენტარმა შტეტინამ აღნიშნა, ევროპარლამენტარის მანდატი არ ითვალისწინებს არჩევნებში ჩარევას, პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის შესახებ ბოშტინარუს გამოსვლა კი სწორედ ჩარევას ნიშნავდა.

„განაცხადეთ, რომ არ უნდა ჩავერიოთ საპრეზიდენტო არჩევნებში, თუმცა თქვენ ახსენეთ პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი. ფიქრობთ, რომ ეს შესაბამისობაშია ევროპარლამენტარის მანდატთან“, – განაცხადა შტეტინამ.

ევროპარლამენტარ ბოშტინარუს თქმით, მისთვის როგორც რუმინელისა და პროევროპელისთვის, რთული დასაჯერებელია, რომ რუსეთის ყოფილი ელჩი არის საუკეთესო არჩევანი ნებისმიერი ქვეყნისთვის, იქნება ეს საქართველო, თუ სხვა.

„ჩემთვის ძნელია გაკვეთილების ახსნა, როდესაც ევროპის სახალხო პარტია ყოველდღე და ყველა საქმეზე ამას აკეთებს. ჩემთვის როგორც რუმინელისა და ევროპელისთვის ძნელი დასაჯერებელია, რომ ყოფილი რუსი ელჩი არის საუკეთესო არჩევანი ნებისმიერი ქვეყნისთვის, იქნება ეს საქართველო თუ სხვა“, – აღნიშნა ბოშტინარუმ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თამარ ჩუგოშვილი – ევროპარლამენტში ითქვა, რომ პრეზიდენტობის ქალ კანდიდატზე განხორციელდა შეტევა, ყოფილი საბჭოთა ჩინოვნიკი კი საქართველოს პრეზიდენტად არ ეკადრება
Next post კალიფორნიაში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა