ევროპარლამენტარები დარჩენილ პოლიტიკურ პარტიებსა და პარლამენტის წევრებს შარლ მიშელის შეთანხმების ხელმოწერისკენ მოუწოდებენ

Read Time:26 Second

ევროპარლამენტარები მარინა კალიურანდი, სვენ მიკსერი და ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში შეთანხმების მიღწევის შესახებ განცხადებას ავრცელებენ. ისინი მიესალმებიან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარდგენილი დოკუმენტის ხელმოწერას.

„გვჯერა, რომ ეს წინადადება პოლიტიკურად გაწონასწორებულია და დისკუსიის ცენტრში საქართველოს მოქალაქეების საჭიროებებსა და ლეგიტიმურ მოლოდინებს აქცევს. ის მხარეებს შექმნილი პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავალს სთავაზობს და დაეხმარება პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებაში, რომელიც ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებას დიდი ხანია წამლავდა. წინადადება ახალ სტიმულს აძლევს დემოკრატიის კონსოლიდაციასა და კანონის უზენაესობას და შეესაბამება საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს. დარჩენილ პოლიტიკურ პარტიებსა და პარლამენტის წევრებს მოვუწოდებთ გამოიჩინონ სითამამე საქართველოს კეთილდღეობისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით ზალკალიანი რუმინეთი-პოლონეთი-თურქეთის სამმხრივ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
Next post ნიკა მელია – 20 ივნისის ამნისტია დაუშვებელია, ისტორიის გადაწერის უფლებას არ მოგცემთ