ევროკავშირში საქართველოში კრისტიან დანიელსონის მისიის გაგრძელებას მხარი დაუჭირეს

Read Time:19 Second

ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს სხდომაზე საქართველოში კრისტიან დანიელსონის მისიის გაგრძელების შესახებ შეთანხმდნენ. ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, სხდომას ბლოკის სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებოდნენ, რომლებსაც საქართველოში შექმნილი ვითარება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ხელმძღვანელმა, ჟოზეპ ბორელმა ​გააცნო.

მან აღნიშნა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის მედიაციით გამართულმა მოლაპარაკებამ წარმატებას ვერ მიაღწია. საგარეო საქმეთა მინისტრების უმეტესობა დათანხმდა, რომ დანიელსონის მისია უნდა გაგრძელდეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბიძინა კულუმბეგოვი: იქნება ახალი ტალღა, მაგრამ ეს არ იქნება ცუნამისებრი, როგორიც უკვე გადავიტანეთ
Next post თვითმფრინავის ტრაპიდან – საარჩევნო უბანთან