ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გაახანგრძლივა

Read Time:24 Second

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გაახანგრძლივა. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა.

„ევროკავშირი რუსეთის მიმართ ერთიან და სტრატეგიულ მიდგომას 5 სახელმძღვანელო პრინციპის საფუძველზე განახორციელებს. ჩვენ გავახანგრძლივეთ ჩვენი ეკონომიკური სანქციები რუსეთის წინააღმდეგ: მოსკოვმა თავისი წვლილი უნდა შეიტანოს, რათა მინსკის შეთანხმებების სრულად შესრულება უზრუნველყოს. ჩვენ დიალოგის ფორმატებსა და პირობებს შევისწავლით“, – დაწერა შარლ მიშელმა Twitter-ზე.

ევროკავშირის შეზღუდვები რუსეთის ფინანსური, ენერგეტიკული და თავდაცვითი სექტორების წინააღმდეგაა მიმართული. ევროკავშირმა რუსეთს სანქციები 2014 წლის 31 ივლისს დაუწესა. 2015 წლიდან სანქციები მინსკის შეთანხმებების შესრულებაზეა მიბმული.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ უნდა დავძლიოთ ინერცია, როდესაც პოლიტიკოსები და პარტიები საარჩევნო კატეგორიებით, არჩევნებიდან არჩევნებამდე პერსპექტივაში ფიქრობენ
Next post რა პროექტები განხორციელდა თბილისში სპორტისა და კულტურის მიმართულებით