ევროკავშირი აზერბაიჯანის მხრიდან ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების ზრდას მიესალმება

Read Time:1 Minute, 7 Second

ევროკავშირი მიესალმება აზერბაიჯანის მხრიდან ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების ზრდას წელიწადში 10 მილიარდ კუბურ მეტრამდე. ამის შესახებ ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში ქადრი სიმსონმა ბაქოში, აზერბაიჯანის პრეზიდენტ იჰამ ალიევთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირს აზერბაიჯანთან აქვს მჭიდრო ურთიერთობა, რომელიც ევროპისთვის „ენერგიის სანდო მიმწოდებელია“.

„აზერბაიჯანიდან გაზის მიწოდების ზრდა მნიშვნელოვანია ენერგეტიკულ ბაზარზე შეფერხებებისა და ფასების ზრდის ფონზე“, – განაცხადა ევროკომისარმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის თქმით, გასულ წელს მისმა სახელმწიფომ სულ 19 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი გაატარა, საიდანაც თურქეთმა 8,5 მილაირდი კუბური მეტრი მიიღო, ხოლო იტალიამ კი თითქმის 7 მილიარდი კუბური მეტრი გაზი.

გარდა ამისა, აზერბაიჯანელი ლიდერის განცხადებით, აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი ასევე მიწოდება საქართველოს, ბულგარეთსა და საბერძნეთს.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს რეგიონში ენერგეტიკული უსაფრთხოების პროექტების მხარდაჭერისთვის. ასევე მადლობას ვუხდი მას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში პირდაპირი მონაწილეობისთვის. ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო „სამხრეთის გაზის დერეფნის“ პროექტში მონაწილე ქვეყნების – თურქეთის, საქართველოს, საბერძნეთის, ბულგარეთის, ალბანეთისა და იტალიის მთავრობებს. ჩვენ ნამდვილად გუნდურად ვმუშაობთ”, – აღნიშნა ალიევმა.

სიმსონთან შეხვედრამდე, ალიევმა ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის ენერგეტიკულ სექტორში თანამშრომლობის ახალი ეტაპის თაობაზე განაცხადა.

უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით რუსეთთან არსებული დაძაბულობის გამო, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა და აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადეს, რომ აპირებენ ერთობლივად მოიძიონ დამატებითი წყაროების ევროპის ბუნებრივი აირით მომარაგებისთვის.

საკითხის სპეციალისტების მოსაზრებით, ოფიციალურმა მოსკოვმა შესაძლოა, ბუნებრივი აირის მარაგი ევროკავშირის ქვეყნებზე ზეწოლის მიზნით გამოიყენოს. რუსეთის ფედერაციიდან ევროპისთვის გაზის მიწოდების მოცულობა საერთო რაოდენობის დაახლოებით 40 პროცენტს შეადგენს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლაშა შავდათუაშვილი პარიზის გრანდ სლემის გამარჯვებულია
Next post კელი დეგნანი-რუსეთს სურს შავი ზღვა საკუთარი უკანა ეზოს ზღვად აქციოს