ევროკავშირის წარმომადგენლობა – მივესალმებით საქართველოს პარლამენტის განცხადებას „დეოლიგარქიზაციის“ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნაზე, რაც პოზიტიური ნაბიჯია

Read Time:21 Second

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობაში აცხადებენ, მიესალმებიან საქართველოს პარლამენტის განცხადებას „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში განსახილველად გაგზავნასთან დაკავშირებით.

„მივესალმებით საქართველოს პარლამენტის განცხადებას „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში განსახილველად გაგზავნასთან დაკავშირებით, რაც პოზიტიური ნაბიჯია. მნიშვნელოვანია საერთაშორისო სტანდარტების შემქმნელებთან კონსულტაციები და მათი რეკომენდაციების შესრულება“, – აცხადებენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში.

„ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვაზე უარს ამბობენ და პროექტს ვენეციის კომისიაში გადააგზავნიან.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლაშა ხუციშვილი – მიმდინარე წელს 400 მილიონ ლარზე მეტ დამატებით რესურსს ველოდებით
Next post მამუკა მდინარაძე: ლიბერალებს რომ უწოდებენ საკუთარ თავს და სინამდვილეში ფსევდოლიბერალების აგრესიასთან რომ გვაქვს საქმე, ეს დეკანოზის პოსტის კომენტარებში გამოჩნდა