ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიებზე გაცემულ სამგზავრო დოკუმენტებს არ ცნობს

Read Time:28 Second

ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა გადაწყვეტილება, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემულ სამგზავრო დოკუმენტებს არ ცნობს. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში.

აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, რუსეთის მიერ უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული დოკუმენტებით შენგენის ზონაში შესვლა ან სამოგზაურო ვიზის მიღება აკრძალული იქნება.

ამ ტერიტორიებზე გაცემული რუსული სამგზავრო დოკუმენტები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უკვე აკრძალულია ან აკრძალვის პროცესშია. ევროკავშირის საბჭოში აღნიშნავენ, რომ სამგზავრო დოკუმენტების არაღიარების გადაწყვეტილება ევროკავშირის პასუხია „რუსეთის არაპროვოცირებულ და უსამართლო სამხედრო აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ“, ასევე, „წარმოადგენს 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების აღიარების შესახებ ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილების შედეგს“.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: მერწმუნეთ, აქ რომ მშვიდობა დაირღვეს, პირველი რადიკალური ოპოზიცია გაიქცევა წითელი ხიდიდან, როგორც გაიქცნენ 2008 წელს
Next post მარინა კალიურანდი – იმედი მაქვს, რომ საქართველოში ახალი ომბუდსმენი დამტკიცებული იქნება გამჭვირვალედ და სწრაფად, რათა გააგრძელოს ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანების შესრულება