ევროკავშირის მისია ხურვალეთში რუსი სამხედროების გადაადგილებას არ ადასტურებს

Read Time:25 Second

ევროკავშირის მონიტორინგის მისია ხურვალეთში რუსი სამხედროების გადაადგილების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს. ამის შესახებ Imedinews-ს საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პრესსამსახხურში განუცხადეს.

მათი განმარტებით, ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ ევროკავშირის დამკვირვებლები და ოფიციალურ განცხადებას უახლოეს ხანში გაავრცელებენ.

ამასთან, განცხადება გაავრცელა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ერიკ ჰოეგმა.

„EUMM პატრულები ამჟამად დიდ ხურვალეთში მონიტორინგს ახორციელებენ. ახალი ბორდერიზაციის კუთხით მოქმედებები არ შეიმჩნევა.

არც ინციდენტი დაგვიფიქსირებია. ყველა მექანიზმი, ცხელი ხაზის ჩათვლით ამოქმედებულია, რომ უზრუნველყოფილი იყოს კომუნიკაცია“, – წერია ჰოეგის განცხადებაში, რომელიც მისივე „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნდა.

ხურვალეთში ვითარების გასარკვევად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შევიდა

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სუსი არ ადასტურებს ხურვალეთში ოკუპანტების შესვლას
Next post გიგი გეგეჭკორის მშობლები ჩამომხრჩვალი ბიჭის ამოსაცნობად წაიყვანეს