ევროკავშირის ლიდერებმა და აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიაზე ევროკავშირისა და აშშ-ის კოორდინირებული და ერთიანი პასუხი განიხილეს

Read Time:31 Second

ევროკავშირის ლიდერებმა და აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ სამხედრო აგრესიაზე ევროკავშირისა და აშშ-ის კოორდინირებული და ერთიანი პასუხი განიხილეს.

ლიდერებმა განიხილეს ძალისხმევა რუსეთსა და ბელარუსზე ეკონომიკური სანქციების დაწესების მიზნით, ასევე მზადყოფნა, მიიღონ დამატებითი ზომები და შეაჩერონ სანქციებისთვის გვერდის ავლა.

ლიდერებმა ასევე განიხილეს რუსეთის აგრესიით გამოწვეული გადაუდებელი საჭიროებები, მზადყოფნა გააგრძელონ ჰუმანიტარული დახმარება, მათ შორის ლტოლვილების მასპინძელი მეზობელი ქვეყნებისთვის.

ლიდერები მიესალმნენ საერთაშორისო გამოძიების დაწყებას, მათ შორის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მიერ.

გარდა ამისა, ლიდერებმა განიხილეს ევროკავშირი-აშშ-ის თანამშრომლობა რუსულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების შესამცირებლად, სუფთა ენერგეტიკაზე გადასვლის დაჩქარების მიზნით.

ლიდერები ასევე დაეთანხმნენ დემოკრატიული მდგრადობის გაძლიერების მნიშვნელობას უკრაინაში, მოლდოვასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ჰაერის დაბინძურების გამო, კიევის მოქალაქეებს ფანჯრების დახურვას სთხოვენ
Next post რუსეთის არმიის ხელმძღვანელობა პუტინს კიევის 5 დღეში აღებას ჰპირდებოდა“ – აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე