ედიშერ გვენეტაძე: “ხალხის ძალამ” კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ის ადამიანები, რომლებიც თვალის დაუხამხამებლად ყიდიან იმას, რაც სინამდვილეში არ გააჩნიათ და რომელსაც ჰქვია სინდის-ნამუსი

Read Time:1 Minute, 6 Second

“ხალხის ძალამ” კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ის ადამიანები, რომლებიც გამოხრული ძვლის გადმოგდების მოლოდინში თვალისდაუხამხამებლად, ყიდიან იმას, რაც სინამდვილეში არ გააჩნიათ და რომელსაც ჰქვია სინდის-ნამუსი! – წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, რომელშიც ნათქვამია, რომ თუ გლობალური ომის პარტია სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილს შეაწყალებინებს, ეს იქნება ბოლო წვეთი და “ხალხის ძალა“ 2008 წლის ომის შესახებ გამოძიების დაწყებას არჩევნებამდე მოითხოვს.

გვენეტაძის თქმით, იმდენად დახურდავებულნი, “დავერბოვკებულნი” და ლაგამამოდებულნი ჰყავთ გლობალური ომის პარტიიდან დამკვეთებს ოპოზიცია, რომ უცხოთა თითების დატკაცუნებაზე დღეს ერთს აყვირებენ, ხვალ მის გამომრიცხავ მეორეს. „”ხალხის ძალამ” კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ის ადამიანები, რომლებიც გამოხრული ძვლის გადმოგდების მოლოდინში თვალის დაუხამხამებლად, ყიდიან! იმას რაც სინამდვილეში არ გააჩნიათ და რომელსაც ჰქვია სინდის-ნამუსი! იმდენად დახურდავებულნი, “დავერბოვკებულნი” და ლაგამამოდებულნი ჰყავთ გლობალური ომის პარტიიდან დამკვეთებს ეს გასაცოდავებულნი, რომ უცხოთა თითების დატკაცუნებაზე დღეს ერთს აყვირებენ, ხვალ მის გამომრიცხავ მეორეს აბღავლებენ, ხოლო ზეგ საკუთარი თავისვე არარაობად წარმომდგენ მესამეს აკივლებენ! და ასე საქართველოს ღალატ-ღალატ გადის ამათი სიცოცხლის დღენი… შემთხვევით არ იყო, რომ ამ განცხადებაში ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთმა კითხვაზე: კი მაგრამ თქვენ არ იყავით როდესაც ამბობდით ჰიტლერს, რომ ისეთი პროპაგანდის მანქანა ჰქონოდა როგორიც სააკაშვილს აქვს “რუსთავი 2”, გერმანელებს დღემდე არ ეცოდინებოდათ მეორე მსოფლიო ომში, რომ დამარცხებულნი იყვნენო და დღეს როგორ დიამეტრურად განსხვავებულს ამბობთო? პასუხი იყო ასეთი: გუშინ იყო ისე, დღესაა ასე და ხვალ იქნება მასეო! ამიტომაც ამ ადამიანების მსგავსი უსამშობლოების სახელი ერთია – კოლექტიური უსამშობლო სააკაშვილ-ყორღანაშვილები!“- წერს სოციალურ ქსელში გვენეტაძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: მზრუნველის იმიჯი „ნაცისგან“ არ გამოვა, მწამებლის იმიჯი უკვე გამოსულია
Next post მამუკა მდინარაძე – თუ ვამბობთ, რომ ჩვენ პირში ვეუბნებით სიმართლეს ჩვენს მეგობრებს, ეს ანტიდასავლურობაა და ადეიშვილის გადაადგილება დასავლურობა?