სამშაბათი, ოქტომბერი 28, 2025

დღეს გურამ დოჩანაშვილის დაბადების დღეა-,,ერთ რამეს მივხვდი! დედამიწას სიყვარული ატრიალებს, დომენიკო.

გურამ დოჩანაშვილი დღეს 80 წლის გახდა

ქართველი კლასიკოსი მწერალი გურამ დოჩანაშვილი იუბილარია. მწერალი დღეს 80 წლის გახდა.

თანამედროვეობის გამორჩეული ავტორი 1939 წელს თბილისში დაიბადა. პოპულარობა პირველივე მოთხრობების გამოქვეყნებისთანავე მოიპოვა. მისი პირველი მოთხრობა 1961 წელს „ცისკარში“ დაიბეჭდა. მწერალს ყველაზე დიდი აღიარება კი, რომანმა „სამოსელი პირველი“ მოუტანა.

გურამ დოჩანაშვილი ახლაც მუშაობს ნაწარმოებზე „ბრმადყოფილზე და…“. სამ წიგნად შექმნილი მხატვრული ნაწარმოების მესამე ნაწილი სავარაუდოდ, წლის ბოლოს გამოვა.

გურამ დოჩანაშვილის ცნობილი ნაწარმოებებია: „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“, „ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება, ანუ მესამე ძმა კეჟერაძე“, „ვატერ(პო)ლოო, ანუ აღდგენითი სამუშაოები“ და სხვა.

გურამ დოჩანაშვილის შემოქმედება ნათარგმნია მრავალ ენაზე, მისი ნაწარმოებები საფუძვლად დაედო ცნობილ კინოფილმებსა და ტელესპექტაკლებს.

მწერალი არის ლიტერატურული პრემია – „საბას“ ლაურეატი ნომინაციაში – „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“. ამასთან, გასულ წელს გურამ დოჩანაშვილი საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიით დააჯილდოვა. გურამ დოჩანაშვილს ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის ლაურეატის წოდება მიენიჭა „ბრმადყოფილზე და…“ ასევე, მთელი შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რასა იუკნევიჩიენე – „ქართული ოცნება“ კრემლის სახელმძღვანელოს პირდაპირ მიჰყვება

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ეხმაურება კონსტიტუციურ სარჩელს, რომელშიც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო – ლელოს“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.როგორც იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელში წერს, „ქართული ოცნება“ კრემლის სახელმძღვანელოს პირდაპირ მიჰყვება.„შოკის მომგვრელი სიახლე საქართველოდან – მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ სასამართლოში სარჩელი შეიტანა სამი მთავარი ოპოზიციური ძალის – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“ და „ახლის“ (კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ნაწილი) აკრძალვის მოთხოვნით. „ქართული ოცნება“ ლუკაშენკოს ტყუპისცალად გადაიქცა – კრემლის სახელმძღვანელოს პირდაპირ მიჰყვება“, – დაწერა რასა იუკნევიჩიენემ. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე CERN-ის მეცნიერებსა და გლობალური ექსპერიმენტების ლიდერებს – ტიციანო კამპორეზისა და ანდრეი გოლუტვინს შეხვდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) ცნობილ მეცნიერებს - CERN-ში მიმდინარე გლობალური CMS-ექსპერიმენტის ლიდერს, პროფესორ ტიციანო კამპორეზისა და CERN-ის SHIP ექსპერიმენტის სპიკერს, Imperial College London-ის (დიდიბრიტანეთი) ფიზიკის მიმართულების პროფესორს, ანდრეი გოლუტვინს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, სამუშაო შეხვედრის მიზანი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციას შორის ხელმოწერილი ახალი მემორანდუმების ფარგლებში სამომავლო სამეცნიერო კოლაბორაციების შესახებ მსჯელობა იყო.შეხვედრაში მონაწილეობდნენ ვიცე-რექტორები თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორი, სტუ-ის CERN-LHC ჯგუფის ლიდერი და საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი CERN-ში, პროფესორი ზვიად წამალაიძე და სტუ-ის CERN-LHC ჯგუფის წევრი, დოქტორი ირაკლი ლომიძე.მხარეებმა ისაუბრეს CERN/CMS ექსპერტიმენტის მეორე ფაზის განახლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე, მომავლის ციკლური კოლაიდერის - FCC-ის რეალიზების პირველი ეტაპის სამუშაოებსა და CERN/SHIP ექსპერიმენტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევართა მონაწილეობის შესახებ.აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, CERN-ის მიმდინარე და სამომავლო გლობალურ ექსპერიმენტებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვლევითი პოტენციალის აქტიური ჩართულობა უაღრესად მნიშვნელოვანია საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში როგორც სტუ-ის, ასევე ქართველ მკვლევართა ინტეგრაციისა და ქმედითად პოზიციონირების მხრივ. როგორც რექტორმა აღნიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აღნიშნულ პროცესებში სულ უფრო მეტად ცდილობს ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა ჩართვას.როგორც CERN-ის მეცნიერებმა აღნიშნეს, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია საუკეთესო შეფასებას აძლევს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან პარტნიორობას და დიდ ადრონულ კოლაიდერზე მიმდინარე CMS ესპერიმენტში სტუ-ის მეცნიერთა და ინჟინერთა ჯგუფის მიღწევებს, ასევე, დიდად აფასებს CMS კოლაბორაციაში უნივერსიტეტისა და მისი რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ქმედით მხარდაჭერას; შესაბამისად, CERN-ი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს და მის მეცნიერებს არსებული და მომამავლის კოლაბორაციების შეუცვლელ წევრებად მოიაზრებს.სტუ-ის ინფორმაციით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, CERN-ის მეცნიერები - პროფესორები ტიციანო კამპორეზი და ანდრეი გოლუტვინი, შეხვდებიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორს, სტუ-ის CERN-LHC ჯგუფის ლიდერ, პროფესორ ზვიად წამალაიძესა და CERN-LHC ჯგუფის წევრ მეცნიერებს, რომლებთან ერთადაც კოლაბორაციის უახლოეს სამოქმედო გეგმას განიხილავენ. გარდა ამისა, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის მეცნიერები სტუ-ის მკვლევრებისა და სტუდენტებისთვის საჯარო ლექციებს გამართავენ.

ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციაზე: რას წკმუტუნებენ პარტიების გაუქმებაზე? თავად ამბობენ, რომ ხელისუფლების დამხობის გარდა სხვა გზა არ აქვთ და რა ჯანდაბად უნდათ ფურცელზე რეგისტრირებული პარტია?

“ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, ოპოზიციური პარტიების გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში შესატან სარჩელზე ოპოზიციური სპექტრის რეაქციას, სოციალურ ქსელში აფასებს.ქადაგიძის თქმით, ოპოზიციამ არც საპარლამენტო არჩევნები აღიარა, ბოიკოტი გამოუცხადა თვითმმართველობის არჩვენებსაც და პოლიტიკური პროცესი ქუჩაში გადაიტანა. შესაბამისად, მისთვის გაუგებარია, რაში სჭირდება ოპოზიციას მხოლოდ ფურცელზე რეგისტრირებული პარტიები მაშინ, როცა თავადვე აცხადებენ, რომ ხელისუფლების დამხობის გარდა, სხვა გზა არ აქვთ.“2024 წლის არჩევნების შედეგები არ აღიარეს; მანდატები გადაყარეს; ეუთო/ოდირის დასკვნა ფეხზე დაიკიდეს; პარლამენტის ლეგიტიმაცია არ სცნეს; სახელმწიფო ინსტიტუციებს არ აღიარებენ; 2025 წლის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს; პოლიტიკური პროცესი ქუჩაში გადაიტანეს; ხელისუფლების ცვლილების ერთადერთ გზად რევოლუცია მიაჩნიათ.ამ ყველაფრის მერე, რას წკმუტუნებენ პარტიების გაუქმებაზე? თავად ამბობენ, რომ ხელისუფლების დამხობის გარდა სხვა გზა არ აქვთ და რა ჯანდაბად უნდათ ფურცელზე რეგისტრირებული პარტია? თუ აქვთ ერთი ადგილი, მოაწყონ რევოლუცია... მაგრამ 300 კაცით ნამეტანი გაუჭირდებათ.” - წერს ზურაბ ქადაგიძე.

ლიკა გუნცაძე – ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიამ დაჯილდოებაზე მიიწვია

პატიმრობაში მყოფი მსახიობი, ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიამ დაჯილდოებაზე მიიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას მსახიობის დედა ლიკა გუნცაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ აქვეყნებს და შესაბამის წერილს ავრცელეს.„დამნაშავე" ანდრო ჭიჭინაძე მიიწვია ევროპის კინოაკადემიამ დაჯილდოებაზე“, - წერს ლიკა გუნცაძე.წერილის თანახმად, დაჯილდოება 2026 წლის 17 იანვარს ბერლინში გაიმართება.შეგახსენებთ, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე გასული წლის საპროტესტო აქციების დროს დააკავეს. მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ირაკლი კუპრაძე – ვაგრძელებთ წინააღმდეგობას, ამ ბრძოლაში გამოვიყენებთ სტრატეგიული წინააღმდეგობის ყველა ხაზს, რომელიც მიგვიყვანს გამარჯვებამდე

რუსული რეჟიმისა და „ქართული ოცნების“ პირისპირ წინააღმდეგობა იქნება უკომპრომისო და პრინციპული. არ არსებობს სხვა გზა, რომელიც გამოგვიყვანს პოლიტიკური კრიზისიდან, –  ამის შესახებ პარტიის „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ აუცილებლად მოუწევს პასუხისმგებლობის აღება იმაზე, რომ მიიღო ანტიდემოკრატიული, ანტიეროვნული, ანტიევროპული პოლიტიკური გადაწყვეტილებები და სამართლებრივი აქტები.„ანტიეროვნულმა და ანტიქართულმა „ოცნებამ“ გადაწყვიტა, დემოკრატიას მიაყენოს გადამწყვეტი დარტყმა, აკრძალოს პროდასავლური ოპოზიციური პარტიები, მათ შორის, პოლიტიკური კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველო“, რომელმაც ამ წლების განმავლობაში გაატარა საქართველოს მოქალაქეების მთავარი და ძირითადი ინტერესი – პოლიტიკაში დაბრუნდეს ქართველი ხალხის ხმა. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას და წინააღმდეგობას. რუსულ  რეჟიმს დავალება აქვს, ქვეყანაში გააქროს პროდასავლური სახალხო ოპოზიციური ხმა, მათ შორის, კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველოს“ სახით. ჩვენთვის ეს არის ისეთი გამოწვევა, რომელსაც აუცილებლად მოვუძებნით წინააღმდეგობის გზას. გუშინ შევიტანეთ კონსტიტუციური სარჩელი იმ ანტიკონსტიტუციური მუხლების წინააღმდეგ, რაც არის პოლიტიკური პარტიების აკრძალვა“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.მისი თქმით, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ყველა წარმომადგენელი აცხადებს, რომ წინააღმდეგობა რუსული რეჟიმის და „ქართული ოცნების“ პირისპირ იქნება უკომპრომისო და პრინციპული.„არ არსებობს სხვა გზა, რომელიც გამოგვიყვანს პოლიტიკური კრიზისიდან. „ქართულ ოცნებას“, ივანიშვილს, მის პოლიტიკურ დამნაშავეებს აუცილებლად მოუწევთ პასუხისმგებლობის აღება იმაზე, რომ მიიღეს ანტიდემოკრატიული, ანტიეროვნული, ანტიევროპული პოლიტიკური გადაწყვეტილებები და სამართლებრივი აქტები. ჩვენ დღეს აქ დგომით და თქვენთან, მოქალაქეებთან პოლიტიკური კომუნიკაციით, საუბრით, ვდებთ პირობას, რომ ეს ბრძოლა არ გაჩერდება, ვიდრე არ იქნება მიღწეული გამარჯვება. გამარჯვება, რასაც იმსახურებენ საქართველოს მოქალაქეები, ქართველი ხალხი – ეს არის ივანიშვილის რუსული რეჟიმის დასრულება და ამ ბრძოლაში გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, სტრატეგიული წინააღმდეგობის ყველა ხაზს, რომელიც მიგვიყვანს გამარჯვებამდე. ვიბრძოლებთ ბოლომდე და აუცილებლად მივალთ გამარჯვებამდე“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ფრაქცია „ქართული ოცნების“, პოლიტიკური ჯგუფების, „ხალხის ძალის“ და „ევროპელი სოციალისტების“ ერთობლივი კონსტიტუციური სარჩელით მოთხოვნილია სამი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა. ეს პარტიებია: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია გირჩი, დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“.

ბოლო სიახლეები