დღეს ბუტა რობაქიძეს 37 წელი შეუსრულდებოდა

Read Time:27 Second

24 აგვისტოს, ბუტა რობაქიძის დაბადების დღეა.

მის საფლავთან ოჯახის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე საზოგადოების სხვა წარმომადგენლები შეიკრიბებნენ.

2004 წლის 24 ნოემბერს, თბილისში, დიდუბეში, პატრულმა ავტომანქანა გააჩერა. ვტომანქანაში რამდენიმე ახალგაზრდა, მათ შორის ბუტა რობაქიძეც იჯდა.

პოლიციის მოთხოვნის საფუძველზე ახალგაზრდები მანქანიდან გადავიდნენ, პატრულის თანამშრომელმა ბაშალეიშვილმა  ორი ტყვია გაისროლა და ბუტა რობაქიძე ადგილზე მოკლა.

მეორე დღეს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაცემა „პატრულმა“, გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს პოლიციამ კარგად შეიარაღებული ყაჩაღური ჯგუფის დევნის ოპერაცია განახორციელა და წინააღმდეგობის გაწევის მომენტში ერთ-ერთი დამნაშავე მოკლა. ამ ვერსიის გასამყარებლად გადაცემაში აჩვენეს ავტომატები და ხელყუმბარები რობაქიძის გვამთან.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე – შანტაჟის და საბოტაჟის ფონზე არც ერთი კონსტიტუციური ნორმა არ უნდა შეიცვალოს, შესაბამისად, ასეთი იქნება ჩვენი პრაქტიკა სამომავლოდ, ჩვენ გავუფრთხილდებით კონსტიტუციის სტაბილურობას
Next post ამ წუთებში, ბორჯომის ხეობაში, ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოებს შს მინისტრი ეცნობა