დღეიდან, 5-ზე მეტი პირის შეკრებისას, პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულოა

Read Time:24 Second

ღია სივრცეში, სადაც ხუთზე მეტი ადამიანი შეიკრიბება, პირბადის ტარება დღეიდან კვლავ სავალდებულო ხდება. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში არსებული მძიმე ეპიდვითარების გათვალისწინებით მიიღო.

22 ივნისის შემდეგ, გარე სივრცეებში, პირბადეების ტარება სავალდებულო აღარ იყო. თუმცა დახურულ სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ტრანსპორტის გაჩერებებზე ეს შეზღუდვა კვლავ ძალაში დარჩა.

საბჭოზე ასევე ცნობილი გახდა, რომ სოციალურ ღონისძიებებზე დაწესებული რეგულაციების აღსრულება გამკაცრდება. მთავრობის დადგენილებით აკრძალულია ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვა, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, იუბილე თუ სხვა . კვების ობიექტებს კი ფუნქციონირება 00 საათიდან დილის 5 საათამდე ეკრძალებათ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ამილახვარი: ოპონენტებიდან ვერცერთი ბედავს კახა კალაძეს კანდიდატად დაუდგეს, რადგან იციან, ეს ბრძოლა განწირულია
Next post საქართველოში კოვიდინფიცირების 5 697 ახალი შემთხვევა გამოვლინდა