დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ანანურში დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

Read Time:28 Second

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ  ანანურში დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ახლად აშენებული  კედელი, საპირფარეშოები და სავაჭრო ჯიხურების ნაწილი აღნიშნულ მონაკვეთზე გასული წლის ზაფხულში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად  დაზიანდა, სატვირთო ტრაილერი კედელს შეეჯახა, რამაც ორი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.

აღნიშნული სამუშაოებისთვის რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 95 ათასი ლარი გამოიყო, რაც დაზიანებული ნაწილის აღდგენა-რეაბილიტაციას მოხმარდება. უფრო კონკრეტულად კი რეაბილიტირდება კედელი, გაკეთდება დამცავი ჯებირები, აღდგება დაზიანებული ჯიხურები უკვე მოწესრიგდა სველი წერტილები.

ჩატარებული და მიმდინარე სამუშაოები მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მანანა (მაცაცო) ნარიმანიძემ სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინაციის სამსახურის ხელმძღვანელთან გიორგი თანიაშვილთან და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოსო ფხაკაძე: ვფიქრობთ, ორ კვირაში მივაღწევთ, რომ დარჩენილი შეზღუდვები თანდათან გაუქმდეს
Next post თენგიზ ცერცვაძე: ისე მიდის საქმე, რომ ყველაფერი ძალიან მალე უნდა გაიხსნას