დუისში გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატი მალხაზ მაჩალიკაშვილი იქნება

Read Time:58 Second

დუისში გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატი პანკისში, სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი იქნება. როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, მისთვის პოლიტიკოსობა საინტერესო არ არის და ეს მისი 4 წლიანი ბრძოლის ნაწილია.

„ჩემი მიზანი ყველასთვის ცნობილია, მაჟორიტარი ვიქნები თუ სად ვიქნები, ჩემი მიზანია წავიდეს მახინჯი სისტემა და მოვიდეს ხალხისთვის ნორმალური მთავრობა. მე წინა პერიოდში ძალიან წინააღმდეგი ვიყავი ყველანაირი შემოთავაზების, სიმართლე გითხრათ ეს არაფერში მჭირდება. ამ თემაზე რამდენიმე პირთან მქონდა მოლაპარაკება, რომ ვინმე ყოფილიყო ოპოზიციის მხრიდან, საბოლოოდ გამოვიდა, რომ ვერც ერთი პირი ვერ ვნახე, რომ ოპოზიციის მხრიდან ყოფილიყო და გადავწყვიტე თვითონ ვყოფილიყავი. ეს ჩემი ბრძოლის ნაწილია. მნიშვნელობა არ აქვს საიდან ვიყრი კენჭს, გაერთიანებული ოპოზიცია თუ ნებისმიერი სხვა, ყველას ბრძოლაში ვარ, ვინც ჩემთან ერთად იბრძვის. მე ამას არც პოლიტიკოსობას დავარქმევდი, არც პოლიტიკაში წასვლას, ეს 4-წლიანი ბრძლის ნაწილია, არც პოლიტიკა მაინტერესებს, არც პოლიტიკაში ყოფნა. ჩემი მიზანი ერთია – დამარცხდეს „ქართული ოცნება“,- აღნიშნავს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

მისივე თქმით, ის კარგად იცნობს ადგილობრივების პრობლემებს და მათი მოგვარებისთვის იზრუნებს.

„ხეობაში რა პრობლემებია და როგორ არის მთელი ძალოვანი სისტემის მიერ დათრეული ხეობა და მოსახლეობა, ეს ყველაზე კარგად ვიცი. უნდა ვიზრუნო, რა თქმა უნდა, რთული მხარეა, მაგრამ სადაც მე ვიქნები, იქ გამორიცხულია გარიგება, კორუფცია, უსამართლობა. მე არც სიმდიდრის მაძიებელი ვარ, ეს არ მჭრიდება,“- განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნათია თურნავა – ჰაწვალის ახალი, ულტრათანამედროვე საბაგიროს მშენებლობაში 34 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება
Next post კახა კუჭავა: ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ ერთმანეთს და გავამთლიანებთ საქართველოს