„დროას“ წარმომადგენელი მარიკა მიქიაშვილი: აქციაზე მოდით ყველა და მოდით მომზადებულები – ეს შეიძლება იყოს 21-ე საუკუნის ყველაზე სისხლიანი ღამე საქართველოში

Read Time:37 Second

აქციაზე მოდით ყველა და მოდით მომზადებულები. ამათ რუსობას ხომ საზღვარი არ აქვს. კაცმა არ იცის, აწი რას იკადრებენ, – ამის შესახებ პარტია „დროას“ წევრი მარიკა მიქიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„დროას“ წარმომადგენელი საზოგადოებას მიიმართავს, რომ ეს შეიძლება იყოს 21-ე საუკუნის ყველაზე სისხლიანი ღამე საქართველოში.

„კომფორტული ფეხსაცმელი, ფიზიოლოგიური ხსნარი (NaCl) ცრემლსადენის შემდეგ თვალების გამოსაბანად. ლა როშ-პოზეს და ავენის თერმული წყალიც კარგია (არა მიცერალური წყალი ოღონდ!!!), წყლის სათვალე, კოვიდის ერთლარიანი თეთრი ნიღბები როა თუ რაღაც, მთლად ჩვეულებრივი არა. რამე საჭმელი იქონიეთ. სასურველია საწვიმარიც წყლის ჭავლის გამო.
მეგობრებო, ეს არ არის თამაში. „ქართული ოცნება“ მტკიცედ განწყობილია მიიღოს კანონი. ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ დარჩნენ ხელისუფლებაში, ისინი არიან რუსეთის უკანასკნელი დასაყრდენი სამხრეთ კავკასიაში. ეს შეიძლება იყოს 21-ე საუკუნის ყველაზე სისხლიანი ღამე საქართველოში. ილოცეთ ჩვენთვის“, – წერს მარიკა მიქიაშვილი.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ალეკო ელისაშვილი ტრიბუნაზე მდგომ მამუკა მდინარაძეს ფიზიკურად გაუსწორდა
Next post საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის ტრენინგი ჩატარდა