როგორც ჩანს, ამერიკელებმა და უკრაინელებმა მშვიდობისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელში წერს.
ტუსკი უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების საუდის არაბეთში გამართულ დღევანდელ მოლაპარაკებებს ეხმაურება.
„როგორც ჩანს, ამერიკელებმა და უკრაინელებმა მშვიდობისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს. ევროპა მზად არის, დაეხმაროს მათ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევაში“, – წერს დონალდ ტუსკი.
საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების ერთობლივი განცხადება გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც, უკრაინა ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტისთვის მზადაა, აშშ კი განაახლებს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებასა და უკრაინის სამხედრო დახმარებას.