დონალდ ტრამპმა მეტოქეებს „მძინარა ჯო“, „მოკლე მაიკლი“ და „ნერვიული ნენსი“ უწოდა

Read Time:50 Second

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში თავისი მეტოქეები დაახასიათა.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსიზე საუბრისას, ტრამპმა განაცხადა, რომ პელოსი „ნერვიული ქალია“.

„ის ძალიან დაბნეულია და ძალიან ნერვიული ქალია. მან იცოდა რაც მოხდებოდა და მისი ყველაზე საშინელი ღამის კოშმარი ახდა“,- განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა მაიკლ ბლუმბერგზეც ისაუბრა, რომელიც შესაძლოა, საპრეზიდენტო არჩევნებში მისი მეტოქე იყოს.

„ის პატარაა. იცით, რომ მას უნდა ყუთი დებატებისთვის, რომ ზედ დადგეს? არა უშავს, ყველაფერი რიგზეა, აქ ცუდი არაფერია, შეიძლება მოკლე იყო. რატომ უნდა მიიღოს ყუთი, რომ დადგეს? ყველა იღებს ყუთს?… გამიხარდება ბლუმბერგის წინააღმდეგ ბრძოლა“,- განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენზე და მის შვილზეც ისაუბრა.

„მე მასზე მძინარა მახსენდება როცა ვუყურებ. ის მძინარაა. მძინარა ჯო. ჰანთერი სად არის? მან მილიონობით დოლარი იშოვა – მას არც ფული ჰქონდა, არც შემოსავალი, არც არაფერი. მას ძალიან სევდიანი გამოცდილება ჰქონდა სამხედრო ძალებში. არაფერი ჰქონდა, რომ მილიონობით ფული ეკეთებინა… რაც მათ გააკეთეს სამარცხვინოა“, – განაცხადა ტრამპმა.

ამერიკის პრეზიდენტმა სენატორ ნერნი სანდერსზეც გაამახვილა ყურადღება.

„ის კომუნისტია. როცა ბერნის ვუყურებ, კომუნიზმი მახსენდება. შეგვიძლია სოციალისტიც ვთქვათ. ის მოსკოვში არ დაქორწინდა?“ – იკითხა ტრამპმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ სააკაშვილი – ჩემს დროს საქართველოს მოქალაქეებს თვალებში გამოხედვის ოთხჯერ მეტი შესაძლებლობა მიეცათ
Next post საქართველოში რძე ყველაზე დიდი მოცულობით უკრაინიდან შემოდის