დონალდ ტრამპი – პირობას გაძლევთ, რომ ჩემი ადმინისტრაციის პირობებში ვერავინ შეეხება ქრისტეს ჯვარს

Read Time:26 Second

პირობას გაძლევთ, რომ ჩემი ადმინისტრაციის პირობებში ვერავინ შეეხება ქრისტეს ჯვარს, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

ტრამპის თქმით, არჩევის შემთხვევაში, პრეზიდენტობის მეორე ვადას გამოიყენებს ქრისტიანული ღირებულებების დასაცავად.

„გახსოვდეთ, რომ ისტორიის განმავლობაში ყველა კომუნისტური რეჟიმი ცდილობდა ეკლესიის დახურვას, ისე როგორც ფაშისტურმა რეჟიმმა სცადა მათი დამორჩილება და გაკონტროლება. და ამერიკაში რადიკალი მემარცხენეები ცდილობენ ორივეს. პირობას გაძლევთ, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ვერავინ შეეხება ქრისტეს ჯვარს“, – ამბობს დონალდ ტრამპი.

რაც შეეხება სამხრეთ კაროლინაში გამართულ საპრეზიდენტო პრაიმერიზში ტრამპის გამარჯვებას, „ბიბისი“ წერს, რომ მას ერთი ნაბიჯი აშორებს „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატობამდე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მძიმე ავარია წყალტუბოში
Next post რა მოხდა სინამდვილეში-ღამის კლუბში დაწყებული დაპირისპირება, ქუჩაში 25 წლის ახალგაზრდის მკვლელობით დასრულდა