დოდო გუგეშაშვილი – მკვლელი გამეცნო, როგორც ვეტერანი და დახმარება მთხოვა

Read Time:56 Second

დოდო გუგეშაშვილმა 7 თებერვალს თავის ოჯახზე თავდასხმის დეტალები tvpirveli-თან გაიხსენა. თადარიგის პოლკოვნიკმა თქვა, რომ მკვლელი მას რამდენიმე თვის წინ, როგორც ვეტერანი გაეცნო და დახმარება სთხოვა.

“მთხოვა დახმარება რაღაც პატარა საქმეზე; მის ახლობელს კიევში მაღაზიაში უნდა შეეძინა ქარვის ნაკეთობა. ვინაიდან უკრაინაში ომია და მე იქ მყავს ნაცნობები, მთხოვა, დავხმარებოდი, რომ ის პიროვნება აეროპორტიდან მაღაზიამდე უსაფრთხოდ მისულიყო.

ეს ადამიანი გამეცნო, როგორც ზურა. იმდენად უმნიშვნელო იყო ჩემთვის, რომ არც მახსოვს, გვარი მითხრა თუ არა.

სამწუხაროდ, მე არასდროს მიფიქრია სიფრთხილის დაცვაზე და ადამიანი, რომელიც ცდილობდა ჩემთან ვითომ საქმიან კონტაქტზე გამოსვლას, ჩვეულებრივად, რამდენჯერმე სახლშიც შემოვუშვი, – რადგან მე ყველას ვუშვებ სახლში. სამწუხაროდ, როგორც ყოველთვის, კარი იმ დღესაც ღია მქონდა. შემოსავლიდან რამდენიმე წუთის შემდეგ მესროლა. მახსოვს, რომ მესროლეს გული არეში და მეგონა, რომ ჩემი ვაჟი უკვე გასული იყო სახლიდან. როგორ ესროლა ჩემს შვილს, – არ მინახავს” – თქვა გუგეშაშვილმა.

მისივე თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ მკვლელი დაჭრა, არ არის სიმართლე.

გუგეშაშვილებზე შეიარაღებული თავდასხმა 7 თებერვალს, დიღმის მასივში მოხდა, რა დროსაც თადარიგის პოლკოვნიკი დოდო გუგეშაშვილი დაჭრეს, მისი შვილი, 33 წლის გრიგოლ გუგეშაშვილი კი ადგილზე დაიღუპა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ის 108-ე და 19-109-ე მუხლები).

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post აშშ-ში McDonaldʼs-მა საბავშვო მენიუდან ჩიზბურგერი ამოიღო
Next post ჩინური ახალი წლის გამო, თბილისის ანძა წითლად გაანათეს