დმიტრო კულება: რუსეთი უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზირებას შეიარაღებული ძალების გამოყენების გარეშე შეეცდება

Read Time:27 Second

რუსეთის ხელისუფლება უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზირებას შეიარაღებული ძალების გამოყენების გარეშე შეეცდება. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

„ახლა რუსეთის საბაზისო სცენარი ასეთია: უკრაინის დესტაბილიზირების მიზნით სიტუაციის გამწვავება. მათთვის ეს იდეალურია – უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზირება შეიარაღებული ძალების არა გამოყენებით, არამედ მათი გამოყენების მუქარით“, – აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

დმიტრო კულებას თქმით, რუსეთს შეუძლია მზაკვრულ სცენარებს მიმართოს.

„ეს შეიძლება იყოს კიბერთავდასხმები, დეზინფორმაციის კამპანიის საშუალებით საზოგადოების შერყევა. ამიტომ კიდევ ერთხელ ვადასტურებ იმას, რაც მთავარია: საჭიროა სიმშვიდის შენარჩუნება. არ უნდა ავყვეთ ემოციურ პროვოკაციებს, რომელშიც უკრაინის ჩათრევას შეეცდებიან“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ზარქუა: სააკაშვილმა პუტინის მისია შეასრულა და 20% ჩვენს მტრებს ჩააბარა
Next post გუბაზ სანიკიძე: “წელს დამთავრდება პუტინის პოლიტიკური მოღვაწეობის საკითხი და მიყვება მისი შლოპანცი – ბიძინა ივანიშვილი”