‘დინამოს’ პირველი გამარჯვება

Read Time:39 Second

დღეს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე, ეროვნული ლიგის მეორე ტურის მორიგი მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს თბილისის ‘ლოკომოტივი’ და ‘დინამო’ დაუპირისპირდნენ. პირველ ტურში ორივე გუნდმა დამარცხება იწვნია და, როგორც მოსალოდნელი იყო, მორიგი დაპირისპირება საინტერესოდ წარიმართა.

მატჩი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და 21-ე წუთზე თეიმურაზ შონიამ საჯარიმოს გარედან ძლიერი დარტყმით გახსნა ანგარიში. ამის შემდეგ უპირატესობა ნელ-ნელა სტუმართა მხარეს გადავიდა და შესვენებამდე მათ ორი გოლის გატანა მოახერხეს. ჯერ ოთარ კიტეიშვილის დარტყმულისა და რიკოშეტის შემდეგ აღმოჩნდა ბურთი ‘ლოკომოტივის’ კარში, ოთხ წუთში კი დინამოს ახალწვეულმა გიორგი ივანიშვილმა ახალ გუნდში თავისი პირველი გოლი გაიტანა.

მეორე ტაიმში სურათი არ შეცვლილა და შეიძლება ითქვას, რომ მოედანზე მხოლოდ ერთი გუნდი იყო. დინამოელებმა პირველ ტაიმში გატანილს კიდევ ორი გოლი დაუმატეს (აკაკი შულაია, ოთარ კიტეიშვილი) და პირველი სამი ქულა მიითვალეს.

მომდევნო ტურში ‘დინამო’ ‘სამტრედიას’ უმასპინძლებს, ‘ლოკომოტივი’ კი ‘ტორპედოს’ ესტუმრება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კალაძეს „შენი იდეა მერს“ ფარგლებში, პარკინგის პრობლემის მოგვარების იდეა შესთავაზეს
Next post სამყაროს შექმნასა და განვითარებაზე ვიდეორგოლი გადაიღეს