დიმიტრი ხუნდაძე – შეცდომა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დაუშვა 2024 წლისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, დროა, ჩვენვე გამოვასწოროთ

Read Time:53 Second

„ევროპის და მსოფლიოს სხვა დემოკრატიულ ქვეყნებში, სადაც პროპორციული საარჩევნო სისტემა მოქმედებს, განვითარებულმა პროცესებმა გვიჩვენა, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა არამდგრადი პოლიტიკური პროცესების განვითარებას უწყობს ხელს. ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერ ხერხდება მთავრობის ფორმირება. ბევრ შემთხვევაში საჭირო ხდება რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, რომლის შემთხვევაშიც არ არის გარანტია გონივრულ ვადებში სტაბილური მთავრობის ფორმირებისა“, – განაცხადა პარლამენტის მაჟორიტარმა წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, საერთაშორისო გამოცდილებისა და შიდასახელმწიფოებრივი გამოწვევების ფონზე გამოიკვეთა, რომ ეს სისტემა საქართველოსთვის დიდი რისკის შემცველია.

„მეტად საევოა, რომ საქართველოში პოლიტიკური სისტემა თუნდაც 2024 წლისათვის იმ დონეზე განვითარდეს, რომ მოიხსნას პოლიტიკური არასტაბილურობის რისკები. ამასთან, მაჟორიტარულ სისტემას აქვს ბევრი უპირატესობა და დადებითი მხარე, რომლებიც ერთობლიობაში უზრუნველყოფენ ხალხის რეალურ მმართველობასა და ნამდვილ სახალხო სუვერენიტეტს, რაც, თავის მხრივ, აუცილებელია საქართველოს დემოკრატიული განვითარების თანამედროვე ეტაპზე“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისივე თქმით, ამავე კონტექსტში მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტო ორპალატიანი სისტემა ქმნის პოლიტიკური სტაბილურობის გაცილებით უფრო მაღალ გარანტიებს.

„შეცდომა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დაუშვა და ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღო 2024 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, სანამ რეალურ უარყოფით შედეგებს მოიტანს, რისი ალბათობაც ამ პოლიტიკურ ველზე ძალიან მაღალია – დროა ჩვენვე გამოვასწოროთ. საპასუხო არგუმენტებად „დავპირდით“ , ან „შევპირდით“ , არ მიიღება“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე – მე, როგორც დეპუტატი, 2024 წლიდან სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგი ვარ
Next post ჩიქოვანი: მთავრობა მაქსიმალურად ცდილობს ეკონომიკაში არსებული ყველა სფეროს განვითარებას