დიმიტრი ხუნდაძე: ქვეყანაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხარისხიანი და უსაფრთხო მედიკამენტი

Read Time:49 Second

დიმიტრი ხუნდაძე: ქვეყანაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხარისხიანი და უსაფრთხო მედიკამენტი

პროექტის მიხედვით გათვალისწინებული ცვლილებები ხელს შეუწყობს ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებლებს, საბითუმო რეალიზატორებსა და ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტიორებს შორის GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკა) და GDP (კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკა) სტანდარტის დამკვიდრებას.

„ცვლილების მიზანი არის არა ზოგადად და მარტივად ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება წამალზე, არამედ ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ხარისხიან წამალზე. ამდენად ეს არის ერთიანი კომპლექსური პროცესი, სადაც ხარისხის და ფასის დაბალანსების პროცედურები ეტაპობრივად განხორციელდება“, – განაცხადა პარლამენტის პლენარულს სხდომაზე კანონპროექტის მუხლობრივი განხილვისასა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, დოკუმენტში ასახულია პირველი მოსმენით განხილვის შემდეგ გამოთქმული შენიშვნები.

სხდომაზე თანამომხსენებელმა, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ თავის მხრივ განაცხადა, რომ „კანონპროექტი არ ეხება ფასებს. ეს ეხება ხარისხს, რათა ადგილობრივ მწარმოებელსაც და იმპორტიორსაც ჰქონდეს ვალდებულება, რომ საერთაშორისოდ აღიარებული, მაღალი სტანდარტის უსაფრთხო და ეფექტური მედიკამენტები იყოს ქართულ ბაზარზე მიმოქცევაში, რამეთუ უეფექტო და მით უმეტეს არაუსაფრთხო მედიკამენტი წარმოადგენს რისკს. ქვეყანაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხარისხიანი და უსაფრთხო მედიკამენტი“.

პარლამენტმა კანონპროექტს 81 ხმით დაუჭირა მხარი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post არჩილ თალაკვაძე: სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს
Next post შარლ მიშელი: რუსეთმა კონკრეტული და ხელშესახები ნაბიჯი უნდა გადადგას, რომელიც უკრაინის გარშემო დეესკალაციას ცხადყოფს