დიმიტრი ხუნდაძე: ქვეყანაში შეზღუდვების მოხსნას დაუსაბუთებელი მოთხოვნა კი არა, წესების დაცვა სჭირდება

Read Time:31 Second

ქვეყანაში ეპიდვითარებიდან გამომდინარე შეზღუდვების მოხსნას დაუსაბუთებელი მოთხოვნა კი არა, იმ წესების დაცვა სჭირდება, რომელსაც დარგის სპეციალისტები ყოველდღიურად გვახსენებენ და მაინც ვივიწყებთ, – გადაადგილების შეზღუდვის მოხსნის მოთხოვნით მიმდინარე აქციას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე გამოეხმაურა.

„მსოფლიომ და მათ შორის საქართველომ საკმაოდ რთული პერიოდი გაიარა, მაგრამ დღეს ჩვენ, ყველას ერთად მაინც გვიწევს პანდემიის რეჟიმში ცხოვრება. ეს ნიშნავს იმას, რომ საფრთხე არსად წასულა. თუ თითოეული ჩვენგანი არ შევეცდებით, მოვიხმაროთ პირბადე, დავიცავთ ფიზიკურ დისტანცია და ჩავიტაროთ საჭირო დროს ვაქცინაცია, რისკის წინაშე დავაყენებთ, როგორც საკუთარ ისე სხვის ჯანმრთელობას და ასევე ქვეყნის უსაფრთხოებას. ვირუსის ზიანს თუ ჩვენს უპასუხისმგებლობას დავუმატებთ, სირთულე, რომელიც ზოგისთვის შესაძლოა სიცოცხლის რისკის ტოლფასი აღმოჩნდეს, გარდაუვალი იქნება“, – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ხატია დეკანოიძე: დანიელსონის დოკუმენტზე, რომელიც პრაქტიკულად მიუღებელია, ჩვენი ხელმოწერა არ იქნებოდა
Next post გიორგი ვაშაძე: საპარლამენტო მანდატების კიდევ ერთხელ შეჩერებაზე განცხადების შეტანა არასერიოზულია