დიმიტრი ხუნდაძე უტიაშვილის განცხადებაზე: მერამდენედ უნდა დადასტურდეს ის პროგნოზები, რომლებსაც “ხალხის ძალა” აკეთებს – როგორც ვამბობდით, უკვე დაიწყეს საუბარი იმაზე, რასაც თავადვე უარყოფდნენ
„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ხუნდაძე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნისა და ამჟამად სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის, შოთა უტიაშვილის განცხადებას ეხმაურება.
“უკვე მერამდენედ უნდა დადასტურდეს ის პროგნოზები, რომლებსაც „ხალხის ძალა“ აკეთებს. ჩვენ ვამბობდით, რომ ბევრი დაიწყებდა საუბარს იმაზე, რასაც თვითონ უარყოფენ, მაგრამ ვხედავთ, რომ აგენტის იარლიყებს ერთმანეთს უკვე თვითონ ჰკიდებენ და საერთაშორისო აღიარების თემებშიც გადავიდნენ; „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი და ყოფილი მაღალჩინოსანი – ბატონი უტიაშვილი – აკეთებს განცხადებას, რომ საქართველო იყო დასავლეთის, კერძოდ, აშშ-ის სათამაშო. ეს, რა თქმა უნდა, დასაფიქრებელია, გასათვალისწინებელია, მაგრამ წინ კიდევ ძალიან ბევრი აღიარებაა. პროცესები საინტერესოდ ვითარდება“, – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
„ბიძინა, გამოიხედე!..“ – რა ფოტოს აქვეყნებს ვახო სანაია?
"ბიძინა, გამოიხედე - დრონის კადრი!
გოგა ხაინდრავა: დღეს არის სამშობლოს დაცვის დრო – მისი თავისუფლების, დემოკრატიის, ღირებულებების, სუვერენიტეტის
დღეს არ არის დრო სახლში ყოფნის და ტელევიზორში იმის ყურების, თუ რა ხდება. დღეს არის სამშობლოს დაცვის დრო - მისი...
ირაკლი ბათიაშვილი: ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მამული და ჩვენი სარწმუნოება თანამედროვე ბოლშევიკების შემოტევისგან
ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მამული და ჩვენი სარწმუნოება თანამედროვე ბოლშევიკების შემოტევისგან, ურწმუნო და უსამშობლო ადამიანების ურდოების შემოსევისგან. სწორედ ამიტომ უნდა...
თამარ ჩიბურდანიძე: ოპოზიციის ლიდერებმა დაინახეს, რომ უცხოური ფულით დაფინანსებულ მათ „ენჯეოებს“ ავტორიტეტი არა აქვთ და კულისებიდან გამოვიდნენ, თუმცა – უშედეგოდ. ისინი ხვალინდელი მარცხისთვის ემზადებიან
„უცხოეთის ხმამაღალი განცხადებებით გადიდგულებულმა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა ამ დღეებში საბედისწერო შეცდომა დაუშვეს - საკუთარი თავი ბოლომდე გააშიშვლეს და ქართველ ხალხს...
გიორგი ვაშაძე: ყველა პროვოკაციაზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ყველა პროვოკაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მათ. იმიტომ, რომ არ შეიძლება ძალით მოგყავდეს ხალხი და პარალელურად კომიტეტს მართავდე, რომელიც ბუნებრივ პროტესტს იწვევს...
დავით კაჭარავა: მნიშვნელოვანია, 29 აპრილის აქციაზე ყველამ დაინახოს, როგორი მხარდაჭერა აქვს ჩვენს გუნდს – ეს იქნება გზავნილი მსოფლიოსთვის, რომ საქართველოს საზოგადოებას სურს, თავად მიიღოს გადაწყვეტილებები
„ეს მკაფიო მესიჯი იქნება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ - ხალხი სწორედ იმის გარშემო უნდა გადაერთდეს, რამაც დღევანდელ დღემდე...