დიმიტრი ხუნდაძე: სწორედ იუნკრების ხსოვნა არ გვაძლევს უფლებას ჩვენი ქვეყნის სუვერენული უფლებები არ დავიცვათ და საქართველოს მართვის სადავეები სხვას დავუთმოთ

Read Time:31 Second

“საქართველოს სუვერენიტეტისათვის ბრძოლის კიდევ ერთი სისხლიანი დღე”, – ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე იუნკერთა ხსოვნის დღეს სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, საქართველო აუცილებლად იქნება ევროპული სახელმწიფო ეროვნული ღირებულებებით და ფასეულობებით.

„დღეს იუნკერთა ხსოვნის დღეა. საქართველოს სუვერენიტეტისათვის ბრძოლის კიდევ ერთი სისხლიანი დღე. მართალია, იუნკრები ვერ გაუმკლავდნენ წითელ არმიას, მაგრამ ეს ახალგაზრდები დარჩნენ გმირებად ისტორიას.

სწორედ მათი ხსოვნა არ გვაძლევს უფლებას ჩვენი ქვეყნის სუვერენული უფლებები არ დავიცვათ და საქართველოს მართვის სადავეები სხვას დავუთმოთ.

ჩვენს შვილებს აუცილებლად დავუტოვებთ რეალურად დამოუკიდებელ და ძლიერ ქვეყანას. საქართველო აუცილებლად იქნება ევროპული სახელმწიფო ეროვნული ღირებულებებით და ფასეულობებით შენარჩუნებული. ჩვენ შევძლებთ იმ ოცნებების ახდენას, რისთვისაც სიცოცხლეს სწირავდნენ ქართველი ახალგაზრდები“, -წერს ხუნდაძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სომხეთმა „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში“ მონაწილეობა შეაჩერა
Next post გლდანში შვილმა მამა მოკლა