დიმიტრი ხუნდაძე: საქართველოს მოსახლეობა პოდოლიაკის ჭკუით რომ ირჩევდეს საკუთარ ხელისუფლებას, ქვეყანას არ ექნებოდა ის მშვიდობიანი პოლიტიკა, რაც მას საბედნიეროდ დღეს აქვს

Read Time:59 Second

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, პოდოლიაკის განცხადება არის პირდაპირი ჩარევა სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში. „ხალხის ძალის“ წევრის თქმით საქართველოს მოსახლეობა პოდოლიაკის ჭკუით რომ ირჩევდეს საკუთარ ხელისუფლებას, ქვეყანას არ ექნებოდა ის მშვიდობიანი პოლიტიკა, რაც მას საბედნიეროდ დღეს აქვს.

„ჩვენ ვართ ოკუპირებული ქვეყანა, საკუთარი რისკები გვაქვს და როგორც სხვა ქვეყნები გამოდიან საკუთარი ინტერესებიდან, რა თქმა უნდა, ამის უფლება საქართველოსაც აქვს. ასევე, ქვეყანას აქვს ვალდებულება, დაიცვას საკუთარი ინტერესი და მშვიდობა, რისი ფასიც გამორჩეულად ვიცით, სხვა ქვეყნებთან შედარებით. რა იარაღს გვთხოვენ? – ის, რომ თითქოს, საქართველომ ომის პერიოდში უკრაინისგან იარაღი მიიღო, ეს ასე არ არის.

უკრაინისგან ომის პერიოდში იარაღი არ მიგვიღია. ეს მანამდე იყო, ეს არ იყო საჩუქარი, იყო საკმაოდ წონადი ფინანსური რესურსებით შეძენილი იარაღი და აქაც საკმაოდ ბევრი კითხვაა, მაგრამ ამ საკითხებში ახლა არ შევდივართ. ფაქტია, რომ პოლიტიკური თუ ჰუმანიტარული თვალსაზრისით საქართველო უკრაინის მხარესაა, მაგრამ საქართველო მისივე ინტერესებიდან გამომდინარე, უკრაინას შეიარაღებას ვერ გადასცემს. ეს ყველაფერი არის მცდელობა, რომ საქართველო დაფიქსირდეს მხარედ შეიარაღებულ კონფლიქტში. ეს არის იმ პოლიტიკის ნაწილი, რომ საქართველო უნდა იქცეს მეორე ფრონტად, რაც ჩვენს ინტერესებს სცდება და კატეგორიულად მიუღებელია“, – განაცხადა ხუნდაძემ.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი საქართველოს მიერ კიევისთვის საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „ბუკის“ გადაცემაზე უარს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ომის ათთვენახევრის შემდეგაც კი, საქართველოს მთავრობას არ ესმის, ვის მხარეს უნდა იყოს

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა დაახლოებით 70%-ით გასულ წელს და მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც მართლაც მისასალმებელი შედეგია, სომხეთი საქართველოსთვის გახდა მე-6 სავაჭრო პარტნიორი
Next post ლევან დავითაშვილი – ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტიურია საქართველოსა და სომხეთს შორის ეკონომიკური კავშირები, სავაჭრო ბრუნვა მილიარდ დოლარს გადაცდა და 70%-იანი ზრდა გვაქვს