დიმიტრი ხუნდაძე: სასამართლო სისტემის წარმომადგენლებმა ჩვენზე კარგად იციან, რომ ვეტინგის სისტემა არა მათ პროფესიონალიზმს ზომავს, არამედ, მათ მართავს

Read Time:55 Second

სამწუხაროდ, ხუთი მოსამართლე თანახმაა სისხლით მოპოვებული ქვეყნის დამოუკიდებლობა სხვას გადასცეს“, – ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში, 5 მოსამართლის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ისინი მხარს უჭერენ ვეტინგის სისტემას. მისი თქმით, ამ ხუთი მოსამართლის განცხადება არა მარტო მიუღებელი, არამედ, ქართული მართლმსაჯულების შეურაცხყოფაა.

„დღეს ხუთმა მოსამართლემ განაცხადა, რომ ისინი თანახმა არიან, მათი კეთილსინდისიერება შეამოწმოს უცხოეთმა, ანუ, ქართველი მოსამართლეები აცხადებენ, რომ მზად არიან ხელფასი ქართველი ხალხისგან მიიღონ, ხოლო მითითებები უცხოეთიდან.

ხუთი მოსამართლის განცხადება არა მარტო მიუღებელი, არამედ, ქართული მართლმსაჯულების შეურაცხყოფაა. ასე სააშკარაოზე საკუთარი თავის გამოყვანა ალბათ, მათი ნებით არ მოხდებოდა. ვინც თანხმობას აცხადებს სხვისგან მართვაზე, ისინი დღესაც მათი მორჩილები არიან.

სასამართლო სისტემის წარმომადგენლებმა ჩვენზე კარგად იციან, რომ ვეტინგის სისტემა არა მათ პროფესიონალიზმს ზომავს, არამედ, მათ მართავს. ვინც გნიშნავს, მისი მორჩილი ხარ, ეს ყველამ ვიცით. აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, ხუთი მოსამართლე თანახმაა სისხლით მოპოვებული ქვეყნის დამოუკიდებლობა სხვას გადასცეს.

ოპოზიციის ლობისტებმა კარგად გამოიყენეს პრეზიდენტის უფლებები და ზურაბიშვილს კრიმინალები: უგულავა, მელია და გვარამია, ზეწოლის შედეგად შეაწყალებინეს. ახლა, დღის წესრიგში სააკაშვილია. წარმომიდგენია, რა მოხდება მაშინ, თუკი კიდევ უფრო მძლავრი იარაღი სახელმწიფოს მართვის ხერხემალი, სასამართლო მათ ხელში აღმოჩნდება. ვეტინგის სისტემა მიუღებელია ჩვენი ქვეყნისთვის და ამაზე არაერთხელ განვაცხადეთ“,- წერს ხუნდაძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შარლ მიშელი: მსურს, მივულოცო ვლადიმერ პუტინს დამაჯერებელი გაამრჯვება დღეს დაწყებულ არჩევნებში – არანაირი ოპოზიცია, არანაირი თავისუფლება, არანაირი არჩევანი
Next post თავდაცვის უწყება: 2020 წლიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე დავით ხიდაშელი მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად – არ ჰქონია სახელმწიფო საიდუმლო ცნობებზე დაშვება