დიმიტრი ხუნდაძე: პრეზიდენტმა შეცდომა დაუშვა, როდესაც მასთან მისულ მოსახლეობას არადიპლომატიური და არაადამიანური ენით მიმართა

Read Time:42 Second

ვფიქრობ, პრეზიდენტმა შეცდომა დაუშვა, როდესაც მასთან მისულ მოსახლეობას არადიპლომატიური და არაადამიანური ენით მიმართა, რომელიც ჰგავდა ეზოდან ქუჩაში გადაძახილს, თუმცა აქაც რაღაც კულტურის ნაწილი უნდა იყოს, – ასე შეაფასა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი მიმართვა.

„როდესაც მოქალაქეები, რომლებსაც ძალიან მწარედ ახსოვთ ის წარსული, რისთვისაც მიხეილ სააკაშვილი აბსოლუტურად დამსახურებულად იხდის სასჯელს, მივიდნენ, მათ გაუჩნდათ ეჭვი, ხომ არ შეიწყალებს სააკაშვილს პრეზიდენტი. როდესაც ეს ეჭვი პრეზიდენტმა გაფანტა და თქვა, რომ სააკაშვილს არასოდეს შეიწყალებს, მაშინ არავინ მისულა მასთან, პირიქით, მოსახლეობას უდიდესმა ნაწილმა, პოზიტიურად შეაფასა მისი ეს განცხადება. მაგრამ ახლა, როდესაც საერთო კონტექსტი არის შტურმი, რომ ყველა გზით დაიხსნან ქვეყანაში არეულობისთვის შემოყვანილი მიხეილ სააკაშვილი და აქ პრეზიდენტის მკვეთრი პოზიცია არ ჩანს, რა თქმა უნდა მოსახლეობის კითხვის ნიშანი ლეგიტიმურია. პრეზიდენტმა დღეს ეს კითხვის ნიშანი კიდევ უფრო გააღრმავა. ეს იყო შეცდომა, მაგრამ იმედის ვიტოვებ, რომ ამ შეცდომას ბოლომდე არ ჩაჰყვება პრეზიდენტი“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ხატია დეკანოიძე: ზურაბიშვილს „ოცნების“ წახალისებული ადამიანების მივარდნისგან დაცვა რომ დასჭირდეს – დავიცავ
Next post ნანა კაკაბაძე: აშკარაა, რომ სალომე ზურაბიშვილი ექვემდებარება საერთაშორისო ლობისტების მიერ წამოწყებული „ფრი მიშას“ კამპანიის ზეწოლას და თავისი ბრიფინგის უდიდესი ნაწილი დასავლეთში მყოფ პატრონებთან გასაშვები გზავნილებით დატვირთა