დიმიტრი ხუნდაძე – მოსამართლეთა შერჩევასთან დაკავშირებით პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება მიღწეულია

Read Time:28 Second

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის მეორე დღე კიდევ უფრო ნაყოფიერი აღმოჩდა, პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება მიღწეულია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განუცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები გამჭვირვალე იქნება.

„ახლა ტექნიკურ საკითხებზე მიმდინარეობს შეთანხმებები. მოლოდინი იყო, რომ „ქართული ოცნება“ რთული საკითხებიდან გამოსავალს ტოვებს და ეს გამოსავალი საზოგადოების მოთხოვნასთან თანხვედრაში იქნება. შევთანხმდით, რომ შერჩევის კრიტერიუმები  გამჭვირვალე იქნება. დეპუტატებს საშუალება ექნებათ, საკუთარი პოზიცია გუნდური ვალდებულებების გარეშე დააფიქსირონ“, – განაცხადა ხუნდაძემ და აღნიშნა, რომ პროცესი გამჭვირვალე და შედეგზე ორიენტირებული იქნება.

„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე დღეს მეორე დღეა, მოსამართლეთა შერჩევის საკითხებზე მსჯელობენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გორელმა ბავშვმა თავისი გატაცების ამბავი მოიგონა
Next post ლიეტუვაში, თურქმენეთსა და იაპონიაში საქართველოს ახალი ელჩები ეყოლება