დიმიტრი ხუნდაძე: მართლმსაჯულება სახელმწიფოს მთავარი საყრდენია, ცხადია, რომ ნაცმოძრაობის ლობისტებს “ვეტინგის” მეთოდის მეშვეობით სახელმწიფოს სუვერენიტეტის ხელყოფა სურთ

Read Time:1 Minute, 8 Second

„ხელმოცარული ოპოზიცია კიდევ ბევრ, მათთვის სასარგებლო და ქვეყნისთვის მიუღებელ წინადადებას შემოგვთავაზებს, მაგრამ ასეთ მტრულ იდეებზე უარის თქმა არ გაგვიჭირდება,“ – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე და აღნიშნავს, რომ ვეტინგის მეთოდი სწორედ ოპოზიციურმა პარტიულმა ენჯეოებმა შემოიტანეს მათი ლობისტების დავალებით.

დიმიტრი ხუნდაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქართული მართლმსაჯულება გათავისუფლდა სახელისუფლებო წნეხისგან და ის აღარასდროს მოექცევა პოლიტიკის კლანჭებში.

„ოპოზიციიდან დეზინფორმაციული კამპანია ახლა უკვე სასამართლოს შესახებ, გრძელდება. საუბარი იმაზე, რომ ვეტინგის მეთოდით სასამართლოს გაჯანსაღება სურთ, ტყუილია. ვეტინგის მეთოდი გულისხმობს ერთადერთ რამეს – სასამართლოს მართვის სადავეების უცხოეთისთვის გადაცემას. თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ მართლმსაჯულება სახელმწიფოს მთავარი საყრდენია, ადვილი მისახვედრია, რომ ნაცმოძრაობის ლობისტებს სახელმწიფოს სუვერენიტეტის სრული ხელყოფა სურთ. ვეტინგის მეთოდი სწორედ ოპოზიციურმა პარტიულმა ენჯეოებმა შემოიტანეს მათი ლობისტების დავალებით. ხელმოცარული ოპოზიცია კიდევ ბევრ, მათთვის სასარგებლო და ქვეყნისთვის მიუღებელ წინადადებას შემოგვთავაზებს, მაგრამ ასეთ მტრულ იდეებზე უარის თქმა არ გაგვიჭირდება. ქართული მართლმსაჯულება ჩვენს მიერ გათავისუფლდა სახელისუფლებო წნეხისგან და ის აღარასდროს მოექცევა პოლიტიკის კლანჭებში, მითუმეტეს, უცხო ძალების გავლენის ქვეშ.

უმნიშვნელოვანესი არჩევნების წინ ოპოზიციისთვის ცხადზე ცხადია მოსალოდნელი მარცხი და ამიტომ ემზადებიან არჩევნების შემდგომი პროცესებისთვის, არეულობისთვის. ამჯერად არჩევნების „გაყალბების” დასასაბუთებლად აღარ გამოადგებათ მათივე პარტიული ენჯეოები, ამიტომ სურთ სასამართლოს ხელში ჩაგდება. ნაცმოძრაობის ირგვლივ შემოკრებილი ოპოზიციისთვის ყველაფერი პირადი კეთილდღეობით იწყება და სამშობლოს გაყიდვით მთავრდება. დამოუკიდებელი სასამართლოს უცხო ქვეყნისთვის გადაცემაც სწორედ მათ პირად მერკანტილურ მიზნებს ემსახურება. მაგრამ ეს არ მოხდება და მათი მტრული მიზნებიც ამჯერადაც აუსრულებელი დარჩება. ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა და აქედან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი იქნება შენარჩუნებული,“ – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „მამამ ორმოში ნახა თავისი შვილი…“ – ცნობილია თბილისში მოკლული 22 წლის გოგოს ვინაობა
Next post ლევან დავითაშვილი: კომპანიას, რომელსაც არ აქვს ავიახომალდი, წარმოგიდგენიათ, რომ ჰქონდეს ოპერირების უფლება?