დიმიტრი ხუნდაძე: თავად ევროკომისიის დოკუმენტით დადასტურდა, რომ ყველა საკვანძო და ფუნდამენტური კრიტერიუმით პირველ ადგილზე ვართ. აბა, რატომ არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი და მისცეს სხვას? ომში არ ჩავერთეთ – სხვა პასუხი არ არსებობს

Read Time:30 Second

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ხუნდაძე, ევროკომისიის ანალიტიკურ ანგარიშს​ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება.

„დადასტურდა, რასაც ვამბობდით – გადაწყვეტილება იყო უსამართლო, ეს თავად ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული შეფასების დოკუმენტით დადასტურდა, სადაც წერია, რომ პირველ ადგილზე ვართ ყველა საკვანძო და ფუნდამენტური კრიტერიუმით.

აბა, რატომ არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი და მისცეს სხვას? ომში არ ჩავერთეთ! სხვა პასუხი არ არსებობს!

ოდნავ კონკრეტულად, რა გვითხრა ევროკომისიამ: ყველა ფუნდამენტურ საკითხში მოწინავეები ხართ, მაგრამ მაგალითად, სოფლის მეურნეობაში რომ ჩამორჩით და თავდაცვა-უსაფრთხოებაში უკრაინამ გაგისწროთ, ამიტომ მოხდა, რომ მცირედით, მაგრამ უკრაინა მაინც წინ წავიდაო…

დასკვნები საზოგადოებისთვის მიგვინდია“, – აღნიშნავს დიმიტრი ხუნდაძე.

ევროკომისიამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით ანალიტიკური ანგარიში გამოაქვეყნა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post არჩილ თალაკვაძე: ევროინტეგრაცია ჩვენი ხალხის ისტორიული არჩევანი და ძლიერი მისწრაფებაა – ჩვენ ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს და ეს მოხდება
Next post ნინო ნადირაძე: მიხეილ სააკაშვილს საცივი სოფო ნიჟარაძის დედამ გაუკეთა