დიმიტრი ხუნდაძე – ეპიდვითარების პოლიტიზება რამენაირად თავიდან უნდა ავიცილოთ, რადგან ეს საფრთხეებს ზრდის

Read Time:28 Second

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ეპიდემიოლოგიური ვითარების პოლიტიზება რამენაირად თავიდან უნდა იქნას აცილებული, რადგან ეს საფრთხეებს ზრდის.

აღნიშნული კომენტარით ხუნდაძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ვაქცინაციისკენ მოწოდების ბანერების სხვა შინაარსის ბანერებით ჩანაცვლებაზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხებოდა.

„ვფიქრობ, ერთ-ერთი აუცილებელი პირობა არის ის, რომ ეპიდვითარების პოლიტიზება რამენაირად თავიდან უნდა ავიცილოთ. ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილისთვის ეს ხელსაყრელი პირობაა და ეფექტურობის თვალსაზრისით ჩვენთვის მათთან საუბარი პრაქტიკულად შეუძლებელია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეპიდვითარების პოლიტიზება ზრდის საფრთხეებს.

ამიტომ, დავიცვათ ჯანმრთელობა და პოლიტიკას მივხედოთ იმ წესებით, რა წესებიც არსებობს საარჩევნო პროცესისთვის და რაც მიღებულია მაღალი სტანდარტის დემოკრატიული ქვეყნებისთვის“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მმართველი პარტია თბილისის საკრებულოში მყარ უმრავლესობას მოიპოვებს
Next post ეკატერინე ტიკარაძე: ჩვენი მოქალაქეები იქნებიან იმ სიკეთის მიმღები, რასაც ევროპის მოქალაქეები იღებენ