დიმიტრი ხუნდაძე ბიძინა ივანიშვილსა და Credit Suisse-ზე: ჩათვალეს, რომ ფინანსური პრესის გამო, ხელისუფლებაზე გავლენას მოახდენს და ქვეყანა ომში ჩაერთვება
ამ საკითხში გენეზი წმინდად პოლიტიკურია და ის მას შემდეგ გააქტიურდა, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, – აცხადებს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟების მცდელობასა და Credit Suisse-ზე საუბრისას.
მისივე თქმით, გარე ძალების ივანიშვილზე ზეწოლის უმთავრესი მიზანი საქართველოს ომში ჩართვაა.
„იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნაზე, დადგა ამოცანა – როგორ მოარგონ ხელისუფლებას გასაღები ისე, რომ ეს გადაწყვეტილება მიაღებინონ. გამოსავალი ბატონი ბიძინა ივანიშვილის როლის პოლიტიკურად გააქტიურებაში დაინახეს – მან გავლენა უნდა მოახდინოს ხელისუფლებაზე, რომელიც, ვიდრე პოლიტიკაში იყო, მისი პოლიტიკური გუნდია. იციან, რომ მისი ფიგურა ანგარიშგასაწევია. რადგან ბატონი ბიძინაც არ თანხმდება, რომ ხელისუფლებას გადაადგმევინოს სცენარის ავტორებისთვის სასურველი ნაბიჯები (ანუ ქვეყანა ომში ჩაერთოს და მხარედ დაფიქსირდეს), ბატონ ბიძინაზე შანტაჟი დაიწყეს – ჩათვალეს, რომ ფინანსური პრესი მისთვის ამდაგვარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი იქნებოდა. აქ მათ შეცდომა დაუშვეს, რადგან ისინი ბატონ ბიძინას არ იცნობენ – ის ასეთ გადაწყვეტილებას არავითარი ციფრების ფასად არ ღებულობს და არც მიიღო“, – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023...
თეა წულუკიანი: 100-ჯერ და 1000-ჯერ იყო ახსნილი, არგუმენტებით, მკაფიოდ და გასაგებად, ეს არის ქართული კანონი ერთადერთი ვალდებულებით, ყველა ორგანიზაციამ, ვისაც ეს ეხება, წელიწადში ერთხელ დეკლარაცია შეავსოს
„რაც არ უნდა რბილ გამონათქვამად მოეჩვენოს ეს ვინმეს, დასანანია ეს ყოველივე, იმიტომ რომ ასჯერ და ათასჯერ იყო ახსნილი, არგუმენტებით, მკაფიოდ...
მამუკა მდინარაძე: ხვალ დილით მიკეთებენ ოპერაციას ხერხემალზე, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ 84-ე ხმა ჩემია
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ პარლამენტის დღევანდელ სხდომას ჯანმრთელობის გამო არ ესწრებოდა. „დილით ფეხი ვეღარ დავდგი,...
VIDEO: „ეს არის კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს და ემსახურება 100 % -ით საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს…“ – ლადო მგალობლიშვილი
„ეს არის კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს და ემსახურება 100 % -ით საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს...“ - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა,...
ირაკლი კობახიძე: იშიფრება 15-მდე ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირ დატრენინგებულია ძალადობისთვის
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რადიკალური ოპოზიცია უკვე ამდენი წელია, ყოველ წელს ცდილობს სამოქალაქო დაპირისპირებას და ეს სცენარი მათ გამზადებული ჰქონდათ არჩევნების შემდგომი...
მიხეილ სარჯველაძე: “სასწრაფოების რაოდენობა საკმარისზე მეტი იყო – მათი შრომა ძალიან დასაფასებელია”
„სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებთან დაკავშირებით, ერთგვარი, კამპანია გაჩაღდა უმიზეზოდ. გარკვეული ადამიანების მხრიდან, გაჟღერდა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, ადგილზე, ხელმიუწვდომელი იყო...