სამშაბათი, ნოემბერი 18, 2025

დიმიტრი ხუნდაძე ბიძინა ივანიშვილსა და Credit Suisse-ზე: ჩათვალეს, რომ ფინანსური პრესის გამო, ხელისუფლებაზე გავლენას მოახდენს და ქვეყანა ომში ჩაერთვება

ამ საკითხში გენეზი წმინდად პოლიტიკურია და ის მას შემდეგ გააქტიურდა, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, – აცხადებს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟების მცდელობასა და Credit Suisse-ზე საუბრისას.

მისივე თქმით, გარე ძალების ივანიშვილზე ზეწოლის უმთავრესი მიზანი საქართველოს ომში ჩართვაა.

„იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნაზე, დადგა ამოცანა – როგორ მოარგონ ხელისუფლებას გასაღები ისე, რომ ეს გადაწყვეტილება მიაღებინონ. გამოსავალი ბატონი ბიძინა ივანიშვილის როლის პოლიტიკურად გააქტიურებაში დაინახეს – მან გავლენა უნდა მოახდინოს ხელისუფლებაზე, რომელიც, ვიდრე პოლიტიკაში იყო, მისი პოლიტიკური გუნდია. იციან, რომ მისი ფიგურა ანგარიშგასაწევია. რადგან ბატონი ბიძინაც არ თანხმდება, რომ ხელისუფლებას გადაადგმევინოს სცენარის ავტორებისთვის სასურველი ნაბიჯები (ანუ ქვეყანა ომში ჩაერთოს და მხარედ დაფიქსირდეს), ბატონ ბიძინაზე შანტაჟი დაიწყეს – ჩათვალეს, რომ ფინანსური პრესი მისთვის ამდაგვარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი იქნებოდა. აქ მათ შეცდომა დაუშვეს, რადგან ისინი ბატონ ბიძინას არ იცნობენ – ის ასეთ გადაწყვეტილებას არავითარი ციფრების ფასად არ ღებულობს და არც მიიღო“, – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოში ორი მიწისძვრა მოხდა

საქართველოში, დღეს, ორი მიწისძვრა მოხდა. ერთ-ერთის ეპიცენტრი გურია, სოფელი ვანისქედია. ბიძგების სიმძლავრემ 2,0 მაგნიტუდა შეადგინა.მანამდე, ასევე, 2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა ქვემო ქართლში, ეპიცენტრი სოფელი სამებაა.

საქართველოში ვიზიტით იმყოფება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ჯონათან ასკონასი, რომელიც „ტრამპის მარშრუტთან“ დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს

საქართველოში ვიზიტით იმყოფება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ჯონათან ასკონასი.აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.„მოხარული ვართ, ვუმასპინძლოთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს (უფროს მრჩეველს) ჯონათან ასკონასს საქართველოში. მისი ვიზიტის მიზანია, განიხილოს, როგორ შეძლებს საქართველო, მხარი დაუჭიროს „ტრამპის მარშრუტს საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“ (TRIPP). ეს სატრანსპორტო მარშრუტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეერთებული შტატების შუამავლობით 8 აგვისტოს გამართული სამშვიდობო სამიტის შედეგია. დღეს დილით დოქტორი ასკონასი ესტუმრა საბაჟო გამშვებ პუნქტს – „სადახლო საავტომობილო“, რომლის მშენებლობა და აღჭურვა დიდწილად აშშ-ის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. ვიზიტის ფარგლებში ის ასევე შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მთავრობის ადმინისტრაციის, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.

მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, თბილისის აეროპორტში სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალების შემცველი მედიკამენტი აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი - ,,თბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ხელბარგში მალულად განთავსებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით,  სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალების შემცველი მედიკამენტი აღმოაჩინეს.მებაჟე ოფიცრების მიერ, აღნიშნული მედიკამენტების მაღალი სიზუსტის მქონე ნარკო-ანალიზატორით შემოწმების შედეგად 21 კაფსულა ლირიკა და 28 კაფსულა მეტამფეტამინი გამოვლინდა.საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა-ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

საქართველოს ნაკრები დღეს ბულგარეთს დაუპირისპირდება – პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზე

დღეს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩს სოფიაში, ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 23:45 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.ურთიერთშეხვედრებიბულგარეთის ნაკრებს საქართველო 1994 წლის შემდეგ ცხრაჯერ შეხვდა. თუ ისტორიის დასაწყისში უპირატესობა ბულგარელთა მხარეს იყო, ბოლო წლებში უკეთესი შედეგები საქართველოს აქვს.ჩვენმა გუნდმა მეტოქეს სამჯერ მოუგო, ფრედ ორი მატჩი ითამაშა, ოთხი კი – წააგო.დღეს გამარჯვების შემთხვევაში „ჯვაროსნები“ ბულგარელებთან საერთო ანგარიშს გაათანაბრებენ.კომენტარივილი სანიოლი, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი:„სატურნირო თვალსაზრისით ეს მატჩი, შესაძლოა, არაფერს წყვეტს, მაგრამ მნიშვნელოვანი ოფიციალური თამაშია და მოგება გვინდა, ამიტომ შემადგენლობაში ექსპერიმენტები არ იქნება. გვსურს, რომ ყოველ მომდევნო შეხვედრაში უკეთესად ვითამაშოთ. ფეხბურთი მსოფლიოში ასეთია, ხან სიხარული მოაქვს, ხანაც – იმედგაცრუება“.ალექსანდრ დიმიტროვი, ბულგარეთის ნაკრების მწვრთნელი:„საქართველოს ძალიან კარგი და მაღალი კლასის ფეხბურთელები ჰყავს, რომელთა წინააღმდეგაც მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს შესარჩევი ეტაპი ღირსეულად დავასრულოთ“.სატურნირო მდგომარეობაჩვენს ჯგუფში ბოლო ტურის წინ ასეთი სიტუაციაა: პირველ ადგილზე, 15 ქულით ესპანეთია, თურქეთს 12 ქულა აქვს და მეორეზეა, საქართველო – მესამეზე (3 ქულა), ბულგარეთი – მეოთხეზე (0 ქულა). მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფის გამარჯვებული გადის, ხოლო მეორეადგილოსანი პლეი ოფს ითამაშებს.

თურქეთის თავდაცვის მინისტრი საქართველოში ჩამოვარდნილ თურქულ სამხედრო თვითმფრინავზე – წინასწარი დასკვნების თანახმად, თუმცა ეს საბოლოო არ არის, თავდაპირველად კუდი ტყდება, შემდეგ ის სამ ნაწილად...

საქართველოში ჩამოვარდნილი თურქული სამხედრო თვითმფრინავის „შავი ყუთის“ ანალიზსა და პირველადი დასკვნების გამოტანას, სულ მცირე, ორი თვე დასჭირდება, - ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, იასარ გიულერმა განაცხადა.იასარ გიულერის ცნობით, C-130-ის ტიპის სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავის „შავ ყუთს“ თურქეთის საავიაციო და კოსმოსური მრეწველობის საწარმო ამოწმებს.„წინასწარი დასკვნების თანახმად, თუმცა ეს საბოლოო არ არის, თავდაპირველად კუდი ტყდება. შემდეგ ის სამ ნაწილად იშლება. ეს „შავ ყუთში“ იქნება ნაპოვნი“, - განაცხადა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა.ცნობისთვის, 11 ნოემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. თვითმფრინავი რეისს აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით ასრულებდა. ავიაკატასტროფის შედეგად თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ოცივე სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

ბოლო სიახლეები