დიმიტრი ცქიტიშვილი – რუსეთს ჟენევის ფორმატის სამშვიდობო პროცესებისთვის გამოყენების ნება არ გააჩნია

Read Time:1 Minute, 23 Second

ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატის გადახედვა იმდენად საჭირო არ არის, რამდენადაც კონკრეტული მხარეების ნებაა აუცილებელი, ამ შემთხვევაში რუსეთის ნება, რომ რეალურად ჟენევის ფორმატი გამოიყენოს სამშვიდობო პროცესებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

მისივე თქმით, რუსეთს ჟენევის ფორმატის სამშვიდობო მიზნებისთვის გამოყენების ნება არ გააჩნია და ცდილობს, წარმოაჩინოს, რომ არსებული ფორმატი ცუდია.

„მას ეს ნება არ აქვს, კონკრეტულ ნაბიჯებს არ დგამს და ცდილობს, ახალი ფორმატის შემოთავაზებით წარმოაჩინოს, თითქოს ფორმატია ცუდი. ამ დროს, თუ იმ ფორმატში ისევ იგივე ქვეყანაა, ისეთივე პოლიტიკით, ბუნებრივია ის ახალი ფორმატიც არაფრის მომტანი იქნება“, – აღნიშნა ცქიტიშვილმა.

დეპუტატის თქმით, თუ რუსეთმა ჟენევის ფორმატის შეცვლაზე საუბარი გაააქტიურა და ჩიხში შეიყვანა მოლაპარაკებები, საქართველოს მხოლოდ ერთი ბერკეტი რჩება – საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა. ის, რომ მოლაპარაკებებში ჩართულია ევროკავშირი და აშშ, ცქიტიშვილის თქმით, უკვე იძლევა იმის საშუალებას, რომ პრობლემური საკითხები საერთაშორისო ფორმატში იქნას განხილული.

„ჩვენი ბერკეტი ისევ საერთაშორისო თანამეგობრობაა, რომელთან ერთადაც ჩვენ ზეწოლა უნდა მოვახდინოთ რუსეთზე, რათა გარკვეულ დათმობებზე უკვე ნელნელა წამოვიყვანოთ. ძნელია, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს ის გზაა, რომელიც წარმატებული იქნება, რომელიც მნიშვნელოვანი და სწორია“, – განაცხადა დეპუტატმა.

რაც შეეხება ჟენევის მოლაპარაკებების ივნისში დაგეგმილ მორიგ რაუნდს, დიმიტრი ცქიტიშვილი აღნიშნავს, რომ ამ რაუნდის მიმართაც მაღალი მოლოდინები არ არსებობს და ქართულმა მხარემ თანმიმდევრული და ეტაპობრივი ნაბიჯები უნდა გადადგას.

„ილუზია ნამდვილად არ გვაქვს, რომ შემდეგი შეხვედრა იქნება გარღვევა. რუსეთის მხრიდან არის საჭირო პოლიტიკური ნება იმისთვის, რომ ამ ფორმატმა ეფექტურად იმუშაოს. სხვა ნაკლოვანება ამ ფორმატს არ აქვს“, – აღნიშნა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

საერთაშორისო მოლაპარაკებების 43-ე რაუნდი ჟენევაში 27-28 მარტს მიმდინარეობდა. საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა ხელმძღვანელობდა. ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების ტექსტის შემუშავების გარდა, დისკუსიების მთავარი თემა იყო არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტი.

ჟენევის მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა ჟენევის დისკუსიების ფორმატის ცვლილება არ გამორიცხა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post Google Maps-ს ქართული ენა დაემატა
Next post რა უნდა ჭამონ ბავშვებმა საუზმეზე