შაბათი, ოქტომბერი 25, 2025

დიმიტრი ცქიტიშვილი გახარიას პარტიაზე – პარლამენტში შესვლა შეცდომაა – კი იძახიან, არ მივეცით ლეგიტიმაციაო, მაგრამ მათი მხრიდან ეს ლეგიტიმაციის მიცემაა, მოსწონთ თუ არ მოსწონთ, ასეა

ჩემი ბრალი ალბათ ის არის, რომ უფრო მეტი განგაში არ ავტეხე, მაგრამ, რეალურად, მივედით იქამდე, რაც უკვე თავად ირაკლი კობახიძემ თქვა – ეს სცენარი, პრაქტიკულად, მათი მოგონილი იყო, მათ მოგონილ სცენარზე წამოვეგეთ და 4 ოქტომბერს ოპოზიციური სპექტრი მთლიანად დამარცხდა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

ცქიტიშვილმა თავისი ყოფილი გუნდის, გიორგი გახარიას პარტიის პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებაც გააკრიტიკა და „ქართული ოცნების” ინტერესებზე მორგებას დაუკავშირა. ცქიტიშვილის თქმით, გახარიას გუნდი პარლამენტში შესვლით „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმაციას აძლევს.

„ეს ფრაგმენტირებული ოპოზიცია ყველაზე მეტად ემსახურება „ქართული ოცნების” ინტერესებს. დღეს რეალურად მივედით იქამდე, რომ 4 ოქტომბერს განსაკუთრებით და მას მერეც, ოპოზიციის ყველა ქმედებები მოემსახურა „ქართული ოცნების” ინტერესებს, მათ შორის, კონკრეტულად ერთი პოლიტიკური ჯგუფის ქმედება.

რეალურად ეს შედეგი დადგა და ამის გააზრება თუ არ გვინდა, მაშინ ახლიდან გავივლით ამ პროცესებს და ისევ დამარცხებულები გამოვალთ.

ჩემი ბრალი ალბათ ის არის, რომ უფრო მეტი განგაში არ ავტეხე, მაგრამ, რეალურად, მივედით იქამდე, რაც უკვე თავად ირაკლი კობახიძემ თქვა – ეს სცენარი, პრაქტიკულად, მათი მოგონილი იყო, მათ მოგონილ სცენარზე წამოვეგეთ, ზოგი ნებსით, ზოგი უნებლიედ, მაგრამ მათი სცენარით ვიმუშავეთ და 4 ოქტომბერს ოპოზიციური სპექტრი მთლიანად დამარცხდა და დღეს პასუხისმგებლობა გადატანილი გვაქვს მთლიანად იმ ჯგუფზე, რომელიც თავდადებით იბრძვის ქუჩაში.

პარლამენტში შესვლა, რა თქმა უნდა, შეცდომაა. თუ მაშინ შესვლა შეცდომა იყო, ახლა კიდევ უფრო დიდი შეცდომაა, არცერთ შემთხვევაში გამართლებული არ არის. ეს არის მცდელობა, რომ ლეგიტიმაცია მისცენ, კი იძახიან, არ მივეცით ლეგიტიმაციაო, მაგრამ მათი მხრიდან ეს ლეგიტიმაციის მიცემაა, მოსწონთ თუ არ მოსწონთ, ასეა. ეს არ ნიშნავს, რომ პარლამენტი ლეგიტიმური გახდება იმიტომ, რომ საერთაშორისო სისტემაში და ქართულ საზოგადოებაში შედგა ის, რომ ეს პარლამენტი არალეგიტიმურია, მაგრამ გახარიას პარტიამ მათ თავისი მხრიდან მისცა ლეგიტიმაცია იქ ყოფნითა და იქ მუშაობით”, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ლევან იოსელიანი – იმ ადამიანების პოლიტიკაში ხილვა არ მინდა, რომლებიც ადამიანების უფლებების ფეხქვეშ გათელვაში მონაწილეობდნენ, არ მინდა, ჩემს მომავალს განსაზღვრავდეს ადამიანი, რომელიც გუშინ ციხეში...

იმ ადამიანების პოლიტიკაში ხილვა არ მინდა, რომლებიც ადამიანების უფლებების სისტემურ ფეხქვეშ გათელვაში იღებდნენ მონაწილეობას, ამ ყველაფერში იყო ჩართული და ამას ამართლებდა, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.იოსელიანს „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.„ნამდვილად არ მინდა, ჩემს მომავალს განსაზღვრავდეს ის ადამიანი, რომელიც გუშინ ციხეში ადამიანებს აწამებდა. ძალიან ბევრია, ვინც ამას ამართლებდა, ვინც ამის მონაწილე იყო. არც ის ადამიანები არ უნდა იყვნენ ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებების მიმღებები, ვინც ასეთ რამეში იქნება მხილებული. რაც შეეხება კონკრეტულ გადაწყვეტილებას, სარჩელს როცა ვნახავთ, შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას, წინასწარ ასეთ რამეზე საუბარი მიჭირს. ერთი შემიძლია, ვთქვა, რომ ასეთი რამ მომხდარა სხვა ქვეყნებშიც. საქართველო არ იქნება პირველი შემთხვევა. გერმანიაშიც მომხდარა, ესპანეთშიც, თურქეთშიც, საქართველოშიც. ზვიად გამსახურდიამ თავის დროზე აკრძალა კომუნისტური პარტიის მონაწილეობა. სასამართლომ უნდა მიიღოს ამაზე გადაწყვეტილება. სასამართლო თუ იქნება დაუსაბუთებელი, დარწმუნებული ვარ, შემდეგ სტრასბურის სასამართლო ამ ყველაფერზე განსხვავებულ მოსაზრებას გამოაქვეყნებს. ეს ის საკითხი არ არის, რაც, საბოლოო ჯამში, გაურკვეველი დარჩება. თუ იქნება დასაბუთებული, სტრასბურგის სასამართლოც ან არ განიხილავს, არ მიიღებს წარმოებაში ან არ გაითვალისწინებს გამსაჩივრებლის პოზიციებს. ასე რომ, ვნახოთ, დაველოდოთ პროცესს. პერსონალურად ვინმეს მიმართ წინააღმდეგობა არ მაქვს, პერსონალურად არავინ მინდა ციხეში მოხვდეს, აიკრძალოს ან სხვა პრობლემები შეექმნას, მაგრამ ადამიანების უფლებებს ვინც ფეხქვეშ თელავდა ან თელავს, ჩემი აზრით, მათ ჭკუა არ უნდა გვასწავლონ, ჩვენი მომავალი არ უნდა განსაზღვრონ და პოლიტიკური გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღონ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

უმძიმესი ავარია აბაშასთან

აბაშასთან რამდენიმე წუთის წინ უმძიმესი ავარია მოხდა.თვითმხილველის ინფორმაციით, ერთმანეთს 4 ავტომანქანა შეეჯახა, აქედან ერთი საქორწილო მანქანაა წითელი ლენტებითთვითმხილველის თქმით, დაშავებულია 10 პირი,რომლებიც სხვადასხვა ავტომობილებში ისხდნენ. აქედან 3-ს ადგილზე გაეწია დახმარება.ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფოს ბრიგადები. სასწრაფოს დაშავებული 7 პირი სხვადასხვა კლინიკებში გადაჰყავს.საავტომობილო გზა ნაწილობრივ გადაკეტილია.ამ წუთებში აღმოსავლეთიდან მომავალ მხოლოდ მსუბუქ ავტომობილებს უშვებენ.

ცვლილება, რომელიც 17 ოქტომბრიდან ამოქმედდა – მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოქალაქეებს

2025 წლის 17 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს:„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2025 წლის 17 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებები. გვსურს კიდევ ერთხელ განვმარტოთ თუ რას გულისხმობს აღნიშნული ცვლილებები.კანონის ახალი რედაქციის თანახმად, 60 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას გამოიწვევს შეკრება-მანიფესტაციისას:ცეცხლსასროლი ან/და ცივი იარაღის, ფეთქებადი, ადვილად აალებადი, რადიოაქტიური ნივთიერების ან პიროტექნიკური ნაწარმის ქონა;აკრძალული საგნის ან ნივთიერების ქონა;საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შსს-ს მოთხოვნით შეწყვეტილ შეკრებაში მონაწილეობა.შეკრების მონაწილეებისთვის 15 დღემდე, ხოლო ორგანიზატორებისთვის − 20 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას გამოიწვევს შეკრება-მანიფესტაციისას:სახის ნიღბით ან სხვა საშუალებით დაფარვა; ცრემლმდენი ან/და მომწამვლელი ნივთიერების ქონა;გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრებაში მონაწილე პირთა რაოდენობა;დროებითი კონსტრუქციის მოწყობა, რაც საფრთხეს ქმნის ან ხელს უშლის შეკრებას ან/და პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას.ჩამოთვლილი ყველა ქმედების ჩამდენ პირს პირველ ჯერზე, შესაძლოა დაეკისროს ადმინისტრაციული პატიმრობა, ხოლო ქმედების განმეორების (სახდელდადებული პირის მიერ 1 წლის განმავლობაში ქმედების ჩადენა) შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1 წლამდე ვადით, ხოლო ქმედების არაერთგზის ჩადენისას − 2 წლამდე ვადით.გარდა ამისა, სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს მესამედ ან მეტჯერ, ჩადენილი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა ან/და პოლიციელისთვის შეურაცხყოფის მიყენება. აღნიშნულ ქმედებაზე სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე ვადით, ხოლო არაერთგზის ქმედების ჩადენისას − 2 წლამდე ვადით.კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს, პროტესტი გამოხატონ „შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და არ მოახდინონ გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად ბლოკირება.წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებს კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში, მოახდენს ყველა სამართალდამრღვევი პირის იდენტიფიცირებას და მათ მიმართ გაატარებს კანონით განსაზღვრულ შესაბამის ზომებს”, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ევროკავშირმა და უზბეკეთმა პარტნიორობის გაფართოების შესახებ შეთანხმება გააფორმეს

ევროკავშირმა და უზბეკეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას პარტნიორობის გაფართოების შესახებ.როგორც ევროკავშირის პრესსამსახურში განაცხადეს, ხელმოწერილი შეთანხმება ხელს შეუწყობს ვაჭრობის დივერსიფიკაციას და მდგრად განვითარებას.„ეს შეთანხმება გზას უხსნის ახალ ჰორიზონტებს ისეთ სფეროებში თანამშრომლობისთვის, როგორებიცაა კიბერუსაფრთხოება, ტერორიზმთან ბრძოლა, საზღვრების უსაფრთხოება და ჰიბრიდული საფრთხეების აღკვეთა“, – აღნიშნულია ევროკომისიის განცხადებაში.ამ შეთანხმების ხელმომწერები, თუ შესაბამისი პირობები იარსებებს, განიხილავენ რეადმისიის საკითხებს და სავიზო რეჟიმის გამარტივებას.ბრიუსელში განაცხადეს, რომ შეთანხმება ხელს შეუწყობს რეგიონთან კავშირების გაღრმავებას. ევროკომისიაში აღნიშნეს, რომ ჩარჩოშეთანხმება ქმნის ახალ საკანონმდებლო საფუძველს პოლიტიკური დიალოგის გასამყარებლად და ურთიერთსასარგებლო სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებას.„ახალი ფორმატი მიზნად ისახავს კონფლიქტების პრევენციასა და დარეგულირებას, რეგიონული სტაბილურობის განმტკიცებას, განიარაღებას, შეიარაღებაზე კონტროლს და საექსპორტო კონტროლს”, – ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.ამასთან ერთად, შეთანხმება აჩენს ახალ შესაძლებლობას კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნედლეულის მოპოვების სფეროში თანამშრომლობის გასაღრმავებლად.რეგიონული სატრანსპორტო ხელმისაწვდომობის ზრდა განხორციელდება ევროკომისიის ინიციატივის, Global Gateway-სა და ტრანსკასპიური დერეფნის საშუალებით.ცნობისთვის, აპრილში ევროკავშირში განაცხადეს, რომ ცენტრალურ აზიასთან თანამშრომლობის ახალი ეპოქა დაიწყო. მედიის ცნობით, ევროკავშირის საინვესტიციო პროექტი Global Gateway განიხილება, როგორც ევროპის პასუხი ჩინეთის ინიციატივაზე „ახალი აბრეშუმის გზა”. ცენტრალური აზიის რეგიონი მდიდარია ძვირფასი ბუნებრივი წიაღისეულით, მათ შორის არის კობალტი და სპილენძი.

იაგო ხვიჩია – „ნაცებმა“ თავისი თავი თვითონ გააქრეს, „ლელო“ თვითონ მიდის პოლიტიკიდან, ახლა ვართ მარტო „ქოცები“ და „გირჩები“

არ ვიცი, ეს უნდა მიხაროდეს, თუ უნდა მწყინდეს, მაგრამ ადრე ხომ იყო „ქოცები“, „ნაცები“ და „გირჩები“, ახლა კი ვართ „ქოცები“ და „გირჩები“ მარტო, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.„„ნაცებიც“ ხომ აღარ არიან და აღარ არიან, თავისი თავი თვითონ გააქრეს, „ლელო“ მე მგონი, თვითონ მიდის პოლიტიკიდან, ალბათ, რამდენიმე ხანში გააკეთებს განცხადებას ხაზარაძე, წავედი, კარგად იყავითო. გიჟი უნდა იყოს, რომ არ წავიდეს. ასეთი გიჟიც არ მგონია და ამიტომ, ველოდები, რომ ხაზარაძე წავა. შესაბამისად, „ლელოსგან“ არაფერი არ დარჩება, „ნაცებისგან“ არაფერი არ არის დარჩენილი, საბოლოო ჯამში და დავრჩით ჩვენ. მე ეს კი არ მიხარია? იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან სუსტები ვართ იმისთვის, რომ ოპონირება გავწიოთ ყველაფერზე და გავუწიოთ თან, ამხელა რესურსების მქონე ხელისუფლებას, მაგრამ სად არიან პოლიტიკოსები, მართლა სად არიან? თქვენი კოლეგები ნახეთ ოპოზიციურ არხებზე, პოლიტიკოსების მაგივრად ჰყავთ ვიღაც ახალგაზრდა აქტივისტები, ვიღაც დაკავებულის ოჯახის წევრები, ვიღაც ახალგამოჩეკილი პოლიტიკოსები, თუ მოპოლიტიკოსო ელემენტები. არ არსებობენ პოლიტიკოსები, გაქრნენ, წავიდნენ, ზოგი ციხეში ზის და რომ გამოვლენ, მერე რა კონფიგურაციით გადალაგდებიან, ვერ გეტყვით ამწუთას და მაგაზე მერე ვილაპარაკოთ; „ენჯეოს“ დიდი ნაწილი მე მგონი, წავიდა, ან, რა ვიცი, სამსახური დაკარგეს და შესაბამისად, ეძებენ ახალ სამსახურებს და ძალიან ცოტა ნაწილი ჩანს მათი ფრონტზე. ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი უბრალოდ, ვინაიდან დაიმალა და ციხეში არ სხედან მას შემდეგ, რაც 4 ოქტომბერი თვითონ დააანონსეს, ხალხი თვითონ დააჭერინეს, თვითონ წააქეზეს და მერე ვერ გაბედეს, წინ დამდგარიყვნენ, მათ ავტომატურად მოუწევთ პოლიტიკიდან გასვლა“, – განაცხადა ხვიჩიამ.გადაცემის წამყვანმა იაგო ხვიჩიას კითხვა დაუსვა – გაექცა თუ არა პასუხისმგებლობას ოპოზიცია და მოუწევს თუ არა მას პასუხისმგებლობის აღება თუნდაც, იმ ადამიანებზე, ვინც მათი განცხადებების შემდეგ დააკავეს 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით, რადგან საზოგადოებას ახსოვს იგივე ღობესთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟი, იაგო ხვიჩია განაცხადა, რომ მას 4 ოქტომბერი „ქართული ოცნების“ შემოქმედება ჰგონია.„ეს ბევრჯერ მითქვამს და სიმართლე გითხრათ, 4 ოქტომბერი „ქართული ოცნების“ შემოქმედება მგონია. სხვათა შორის, ძალიან ნიჭიერად შესრულებული, რომლითაც მათ რამდენიმე კურდღელი ერთად დაიჭირეს. გეტყვით, რა მიმძაფრებს ჩემს ეჭვს. 4 ოქტომბრის მერე იმ ხალხს, ვინც 4 ოქტომბერს ამზადებდა, ყველაზე მეტად ევალებოდა, საზოგადოებისთვის აეხსნათ, რა მოხდა 4 ოქტომბერს. ეს ხალხი ხომ გადამალა ხელისუფლებამ და თქვა, ამათ არც წერილს დავაწერინებ და არც ადვოკატს არ შევახვედრებო. მე ასეთი სიგიჟე საერთოდ არ მინახავს. ამას ყველა ჩვეულებრივად იტანს, ვითომ არაფერია, რომ ეს ხალხი დაიმალა, მათ შორის, დაიმალა ისე, რომ წერილს ვერ წერს, ადვოკატს ვერ უკავშირდება, გარე სამყაროსთან კავშირი არ აქვს. გვარამია იძახის, დაივიწყეთ საერთოდ 4 ოქტომბერიო. ანუ, ნაცვლად იმისა, რომ ხალხს რამე აუხსნან, ხელისუფლებას მიეცა საშუალება, აეხსნევინებინა საზოგადოებისთვის, რას აპირებდნენ“, – განაცხადა ხვიჩიამ.როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, მას ერჩივნა, ოპოზიციაში ერთმანეთთან შეთანხმებული ხალხი ყოფილიყო, მათთან დალაპარაკება შესაძლებელი ყოფილიყო და „ისეთი პირწავარდნილი მატყუარები არ ყოფილიყვნენ, რომ ერთი სიტყვის დაჯერება მაინც ყოფილიყო შესაძლებელი, რასაც გეუბნებოდნენ“.„ჩემთვის ეს იქნებოდა უკეთესი და არა ის, „ქართულ ოცნებასთან“ მარტო დარჩენა, ამხელა რესურსებით ერთი მხრივ და მეორე მხრივ, ფაქტობრივად, ცარიელი ხელებით, მაგრამ სუფთა გულით“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ბოლო სიახლეები