დიმიტრი პესკოვი: ყირიმი რუსეთის ნაწილია და მოლაპარაკებებზე არ განიხილება, ეს გამორიცხულია

Read Time:27 Second

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი უკრაინასთან მიმდინარე მოლაპარაკებებს, კერძოდ, კი ანექსირებული ყირიმის საკითხს გამოეხმაურა.

„ყირიმის ნახევარკუნძული რუსეთის ფედერაციის ნაწილია. ჩვენი კონსტიტუციით, არ შეგვიძლია ვინმესთან რუსეთის ან მისი რეგიონების ბედი განვიხილოთ. ეს გამორიცხულია. ეს წერია კონსტიტუციაში. რაც შეეხება მოლაპარაკებებს, ზოგიერთ დეტალებზე საუბრისგან ახლა თავს შევიკავებ. მიგვაჩნია, რომ მოლაპარაკებებს სიჩუმე უხდება. მოლაპარაკებებში პროფესიონალები არიან ჩართულები, ჩვენ მათ ვენდობით. რუსული მხარის პოზიცია კარგადაა ცნობილი და ის არ შეცვლილა, ვაგრძელებთ მუშაობას“, – აცხადებს პესკოვი.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, კიევმა მოსკოვს 15 წლის განმავლობაში ყირიმის საკითხის შეიარაღებული გზით მოგვარებაზე უარის თქმა და ხანგრძლივი მოლაპარაკებების გამართვა შესთავაზა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზურაბ ქადაგიძე: ეს „ნაცის“ ბუნებაა ადამიანის მკვლელობა, წამება და განადგურება
Next post საქართველოში მიწისძვრა მოხდა